ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 65–ე სესია

14–17 სექტემბერი, 2015 წელი

ქ. ვილნიუსი, ლიტვა

2015 წლის 14-17 სექტემბერს ქ. ვილნიუსში ტარდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 65–ე სესია სადისკუსიო საკითხზე- პარტნიორობა ჯანდაცვაში ევროპის რეგიონში. პანელის მუშაობაში მონაწილეობდნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის (WHO EURO) რეგიონული დირექტორი, ქალბატონი ჟუჟანა ჯაკაბი, გლობალური ფონდის (Global Fund) დირექტორი, ბატონი მარკ დაიბლი, ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის (GAVI)  დირექტორის მოადგილე, ქალბატონი ანურადა გუპტა, მოლდავეთის ჯანმრთელობის მინისტრი, შვედეთის საბჭოს, შვედეთის საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური კეთილდღეობის ბორდის წარმომადგენელი და ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე.

დილის სესიაზე, საყოველთაო ჯანდაცვის და ჰეპატიტების ელიმინაციის საკითხებზე რეგიონული დირექტორის მოხსენების შემდეგ გამართული დისკუსიის მსვლელობისას სიტყვით გამოვიდა ბატონი ამირან გამყრელიძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიღწევებსა და გამოცდილებაზე საყოველთაო ჯანდაცვის და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების მიმდინარეობის თაობაზე, მოხსენებაში ასევე ხაზგასმული იყო სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობა ჯანდაცვის სექტორში.

 

იხილეთ ფოტოალბომი