საქართველო ჯანმო-ს რეგიონული კომიტეტის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრად აირჩიეს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 65–ე  სესია

14–17 სექტემბერი, 2015 წელი ქ. ვილნიუსი, ლიტვა

2015 წლის 14-17 სექტემბერს ქ. ვილნიუსში მიმდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 65–ე სესიაზე საქართველოსამი წლით რეგიონული კომიტეტის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრად აირჩიეს. მუდმივმოქმედი კომიტეტის 12 წევრში საქართველოსთან ერთად ახალ წევრებად არჩეული არიან ისლანდია, იტალია და ტაჯიკეთი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის მუდმივმოქმედი კომიტეტი (SCRC) არის ქვეკომიტეტი, რომელიც აერთიანებს 12 ქვეყანას. თითოეული ქვეყნის შერჩევა ხდება რეგიონული კომიტეტის მიერ სამწლიანი ვადით. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის მუდმივმოქმედი კომიტეტის (SCRC)  ფუნქციებს წარმოადგენს: 

  • რეგიონული კომიტეტის სახელით მოქმედება და კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და შემუშავებული პოლიტიკის ეფექტურობის უქრუნველყოფა;
  • რეგიონული კომიტეტისთვის შესაბამისი საკითხების შერჩევა;
  • რეგიონული კომიტეტის სხდომებს შორის შულედურ პერიოდში ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორისთვის კონსულტაციების გაწევა;
  • რეგიონულ კომიტეტთან საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარადგენა