ტრენინგი - ბიოლოგიური უსაფრთხოების და ბიოლოგიური დაცვის რისკის მართვა საქართველოსთვის 14-16.09.2015

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (დკსჯეც) ევროკავშირის პროექტის ფარგლებში (EU/UNICRI) ახორციელებს „ბიოლოგიური უსაფრთხოების და ბიოლოგიური დაცვის  რისკის მართვა საქართველოსთვის“ პროექტს, რომლის მიზანია: სამეციდინო და ლაბორატორიული პერსონალის ცნობიერების ამაღლება ბიოუსაფრთხოების/ბიოდაცვის საკითხებში; ბიოუსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბება და სამომავლოდ ბიოუსაფრთხოების/ ბიოდაცვის ეროვნული პოლიტიკის დანერგვა იმ დაწესებულებებისათვის, რომლებიც  მუშაობენ ბიოლოგიურ მასალაზე. ეროვნულ დონეზე ბიორისკების მართვის და შეფასების სისტემის შექმნა;

პროექტი ითვალისწინებს სწავლებას ორი მიმართულებით:

პირველი მიმართულება: ბიორისკიების შეფასების და მართვის, ბიოუსაფრთხოების და ბიოლოგიური დაცვის ზოგადი პრინციპების გაცნობას ბიოლოგიურ მასალაზე მომუშავე სამედიცინო, ვეტერინარულ, და სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული დაწესებულებების მენეჯერებისათვის, რომელიც ჩატარდება დაავადებათა კონგტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე. აღნიშნული კურსი დაგეგმილია მ/წლის 14-16 სექტემბერს (3 დღე) და 35 სპეციალისტის გადამზადებას ითვალისწინებს, და პირველი მიმართულება:  ტრენინგების ჩატარდებას ლაბორატორიის თანამშრონლებისთვის (35 სპეციალისტი) მ/წლის17-19 სექტემბერს, რომელთან უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასთან.

კურსს წარუძღვებიან დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოების სპეცისლისტები საქართველოს ბიოუსაფრთხოების ასოციაციის ექსპერტთან ერთად და მოწვეული ლექტორი ლუიჯი საკოს უნივერსიტეტიდან (მილანი, იტალია).

კურსი მოკლევადიანია, თუმცა მასში გათვალისწინებულია ყველა ის საკითხი, რომელიც ბიოუსაფრთხოების/ბიოდაცვის და რისკის მართვის ასპექტებს ეხება. სატრენინგო კურსი შემუშავდა პროექტის პირველ ეტაპზე ჩატარებული რისკის შეფასების ანალიზის საფუძველზე, რომელიც მოიცავს საქართელოს 54 დაწესებულებში ჩატარებული კვლების შედეგებს.