მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვა-გამოკვლევები 26-27.09.2015

სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით, 26-27 სექტემბერს ჩატარდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭში მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვა-გამოკვლევები. აღნიშნული აქცია ტარდება „ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების დასახლებულ პუნქტებში გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ადგილობრივი რისკ-ფაქტორების განსაზღვრისა და შეფასების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №1973 განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისად და მასში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრის თანამშრომლები და ბერძნული სამედიცინო ფონდი „ჰიპოკრატეს“ ექიმ-სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამედიცინო გუნდი. ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის და სოფელი ბალიჭის მცხოვრებ მოსახლეობას უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები და საჭიროების შემთხვევაში ცალკეული ინსტრუმენტული (ეკგ, ექოსკოპია) და ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაუტარდება (26 სექტემბერს ოჯახის ექიმის, ოფთალმოლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის და ექიმი რადიოლოგის კონსულტაციები, ხოლო 27 სექტემბერს ოჯახის ექიმის, ქირურგის, ოტორინოლარინგოლოგის და ექიმი რადიოლოგის კონსულტაციები).