მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვა-გამოკვლევები

სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით, მიმდინარე წლის 19-20 და 26-27 სექტემბერს ტარდება დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში (დიდი დმანისი, ვარდისუბანი) და ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭში მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვა-გამოკვლევები. აღნიშნული აქცია ტარდება „ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების დასახლებულ პუნქტებში გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ადგილობრივი რისკ-ფაქტორების განსაზღვრისა და შეფასების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №1973 განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისად და მასში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრის თანამშრომლები და ბერძნული სამედიცინო ფონდი „ჰიპოკრატეს“ ექიმ-სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამედიცინო გუნდი. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში (დიდი დმანისი, ვარდისუბანი) მცხოვრებ მოსახლეობას უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები და საჭიროების შემთხვევაში ცალკეული ინსტრუმენტული (ეკგ, ექოსკოპია) და ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაუტარდება 19-20 სექტემბერს, ხოლო  ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის და სოფელი ბალიჭის მოსახლეობას - 26 და 27 სექტემბერს (19, 26 სექტემბერს ოჯახის ექიმის, ოფთალმოლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის და ექიმი რადიოლოგის კონსულტაციები, ხოლო 20, 27 სექტემბერს ოჯახის ექიმის, ქირურგის, ოტორინოლარინგოლოგის და ექიმი რადიოლოგის კონსულტაციები). 

 

იხილეთ ფოტოალბომი