ცოფი

 

ჰიდროფობია (ცოფი) - თბილსისხლიანთა მწვავე ვირუსული, ზოონოზური ინფექციური დაავადებაა ცენტრალური ნერვული სისტემის პროგრესირებადი დაზიანებით. მისი გამომწვევია ნეიროტროპული ლისავირუსი, რომელიც მიეკუთვნება Rhabdovirideae-ს ოჯახს. ცოფი მსოფლიოს 150 ქვეყანში გვხვდება. 

ინფექციის წყარო

ცოფის ვირუსით ადამიანის დაინფიცირება შესაძლებელია ცოფით დაავადებულ თბილსისხლიან შინაურ და გარეულ ძუძუმწოვარ ცხოველთან კონტაქტის (დაკბენა, დაკაწვრა, დადორბლვა) შედეგად. ესენია:

  •   ძაღლი
  •   კატა
  •   მგელი
  •   ტურა
  •   მელა
  •   მსხვილფერა რქოსანი პირუტყვი
  •   წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი
  •   ცხენი და სხვა

 როგორ ვრცელდება ცოფი?

  • დაავადებული ცხოველის კბენით;
  • დაავადებული ცხოველის ნერწყვის ადამიანის ან სხვა ცხოველის  პირის, ცხვირისა და თვალის ლორწოვანზე მოხვედრით;
  • დაავადებული ცხოველის ნერწყვის ადამიანის ან სხვა ცხოველის დაზიანებული კანის საფარზე (ჭრილობა, ნაკაწრი, მიკროტრავმა) მოხვედრით;
  • ძალიან იშვიათად - ორგანოთა ტრანსპლანტაციის დროს

ადამიანიდან ადამიანზე ცოფის ვირუსის გადაცემის დადასტურებული შემთხვევები აღწერილი არ არის!

როგორ მივიტანოთ ეჭვი ცოფზე?

ცოფით დაავადებულ ცხოველს ეცვლება ქცევა: ხდება აგრესიული, გარბის სახლიდან ან პირიქით. ეწყებათ უნებური ნერწვდენა, ყლაპვის გაძნელება, უარს ამბობენ საჭმელსა და წყალზე, ღრღნის უცხო სხეულებს. 

თუ თქვენს შინაურ ცხოველს შეამჩნიეთ არაადექვატური, უცნაური ქცევა -

სასწრაფოდ მიმართეთ ვეტერინარს.

ცოფით დაავადებული ცხოველის განკურნება შეუძლებელია!

 თუ დაგკბინა ან დაგდორბლა ცხოველმა:

  • სწრაფად  ჩამოიბანეთ ჭრილობა საპნით და დიდი რაოდენობის გამდინარე წყლით
  • დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს! ცოფის პროფილაქტიკა შესაძლებელია ვაქცინაციით.
  • ცხოველთა დაკბენის ან დადორბვლის შემთხვევაში - მიმართეთ  ვეტერინარს.

 

გახსოვდეთ! ადამიანის ჰიდროფობიისგან დაცვის ერთადერთი საშუალება

დროული ვაქცინაციაა!

ადამიანის ინფიცირებიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაავადების ნიშნები შეიძლება არ გამოვლინდეს. ცოფის ინკუბაციური (ფარული) პერიოდი გრძელდება 10 დღიდან 1 წლამდე.

დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • ტკივილი, წვა, დაბუჟება ნაკბენ ადგილზე;
  • სიცხე, თავის ტკივილი, უძილობა;
  • წყლის, სინათლის შიში;
  • დიდი რაოდენობით ნერწყვის გამოყოფა (ჰიპერსალივაცია);
  • აგრესიულობა, დეპრესია;
  • გაუგებარი მეტყველება;
  • ჰალუცინაციები, ბოდვა.

გახსოვდეთ! ცოფით დაავადებულის განკურნება შეუძლებელია,

მაგრამ შეიძლება თავიდან აცილება 

ერთად დავამარცხოთ ცოფი!

  • აცერით თქვენი ცხოველი!
  • არ დაუშვათ, რომ ცხოველმა ისეირნოს ყველგან, სადაც მოესურვება
  • მოერიდეთ გარეულ, მოხეტიალე ან უცხო ცხოველებთან კონტაქტს
  • მოერიდეთ,  ცხოველს  როცა ჭამს,  სძინავს, ან  შვილებზე ზრუნავს.