გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების მინისტერიალი სეულში, კორეა

ა.წ. 7-9 სექტემბერს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ექსპერტები მთელი მსოფლიოდან შეიკრიბნენ სეულში ახალი ტიპის ინფექციური დაავადებების პრევენცია, გამოვლენა და რეაგირებისკენ მიმართულ ღონისძებებზე სამსჯელად. დაახლოებით 500 ექსპერტი და სამთავრობო სექტორის წარმომადგენელი 44 ქვეყნიდან  დაესწრო გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების მეორე მაღალი დონის შეხვედრას სეულში. მათ შორის იყვნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი ოთარ დანელია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო დირექტორის ბატონი პაატა იმნაძე. საქართველოს დელეგაციას წილად ხვდა პატივი ეხელმძღვანელა „რეალურ დროში ზედამხედველობის“ სამოქმედო პაკეტის შეხვედრისთვის და სიტყვით გამოსულიყო ხელმძღვანელი კომიტეტის შეხვედრაზე. მინისტერიალზე მიღებულ იქნა ე.წ. “სეულის დეკლარაცია”, რითიც მინისტრები ეთანხმებიან გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების თერთმეტი სამოქმედო პაკეტის მიზნებს და ადასტურებენ მზადყოფნას ჯანმრთელობის უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

წყარო:http://www.ghsa2015seoul.kr/en/index.php

 

SEOUL DECLARATION

 

იხილეთ ფოტოალბომი