კონფერენცია - რეგიონალური მაღალი რანგის დიალოგი ,,გზა წარმატებისკენ“

28-30 სექტემბერი, 2015 წელი

2015 წლის 28-30 სექტემბერს ქ.თბილისში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელის ორგანიზებით, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს, გაეროს შიდსის პროგრამისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანა-ორგანიზატორობით, გაეროს განვითარების პროგრამისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით  და  „შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბძროლის გლობალური ფონდის“ დაფინანსებით  გაიმართა კონფერენცია თემაზე

აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გლობალური ფონდის აივ და ტუბერკულოზის პროგრამების ეროვნულ დაფინანსებაზე გადასვლის რეგიონალური მაღალი რანგის დიალოგი  „გზა წარმატებისკენ“

რეგიონულ დიალოგში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 30 ქვეყნის 300-მდე წარმომადგენლემა. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დიალოგმა და ტექნიკურმა კონსულტაციებმა თავი მოუყარა აივ ინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო სააგენტოების, სათემო ორგანიზაციების, აივ დადებითი ადამიანებისა და შიდსის მაღალი რისკის ჯგუფების წარმომადგენლებს.

რეგიონული შეხვედრა გაიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის თითქმის პარალელურად, რომელზეც მსოფლიო ლიდერებმა და მონაწილე ქვეყნება მიიღეს მდგრადი განვითარების მიზნები (Sustainable Development Goals -SDGs), შემდგომი 15 წლიანი პერიოდისთვის. SDG მესამე მიზანი განსაზღვრავს ჯანმრთელობსათან დაკავშირებულ პრიორიტეტებს, 3.3 სამიზნე კი უკავშირდება აივ/შდსისა და ტუბერკულოზის ეპიდემიის დასრულებასა და ვისრუსული ჰეპატიტის დამარცხებას 2030 წლისთვის. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებულია თანამშრომლობა და პარტნიორობა, გლობალურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა უხელმძღვანელა შემდეგ სესიებს:

-         „აივ/შიდსის მდგრადი დაფინანსება და რესურსების გამოყოფა“-ს საკონსულტაციო სესიას.

-         ტუბერკულოზისა და მულტი-რეზისტენტული ტუბერკულოზის ეპიდემია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიაში: შესაძლებლობები და გამოწვევები.

რეგიონული დიალოგის ფარგლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდს შორის ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოსთვის გლობალური ფონდის საგრანტო დაფინანსების  სახით 31 მილონამდე აშშ დოლარის გამოყოფაზე. აღნიშნული დაფინანსება 2016-2018 წლების განმავლობაში მოხმარდება ქვეყანაში შიდსისა და ტუბერკულოზის დიაგნოზის, მკურნალობის, პრევენციისა და ზრუნვის ღონისძიებების განხორციელებას. ამავე დროს,  საქართველოს მთავრობა გაზრდის და ეტაპობრივად ჩაანაცვლებს გლობალური ფონდის საგრანტო დაფინანსებას და ეს ვალედებულება აისახება ქვეყნის გარდამავალი პერიოდის გეგმაში. 

http://www.harm-reduction.org/news/dialogue-hiv-and-tuberculosis-financing-brings-table-decision-makers-and-people-who-use-drugs

http://harm-reduction.org/tbilisi-forum 

 

იხილეთ ფოტოალბომი