გრიპის სეზონი დაიწყო

ვირუსი, ვაქცინა და ისტორია... თქვენ იკითხეთ გრიპის შესახებ და ისურვეთ გენახათ ფაქტების მულტიმედიური შემაჯამება?

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გრიპის გლობალური პროგრამა წარმოგიდგენთ 14 წუთიან YouTube ვიდეო რგოლს გრიპის შესახებ 6 ენაზე.

რგოლში წარმოდგენილია საკვანძო ინფორმაცია გრიპის ვირუსის განვითარების, დაავადების და პანდემიის ისტორიის შესახებ. გაუზიარეთ იგი სამედიცინო დარგის მუშაკებს, პოლიტიკოსებს, გამოიყენეთ სტუდენთა სწავლებისთვის, მასმედიისა და საზოგადოებისთვის.

იხილეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის(WHO) YouTube არხზე

 

2015-16 წლების გრიპის სეზონზე ეპიდზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები

2015-16  წლების გრიპის სეზონის (წლის მე-40 კალენდარული კვირიდან - მომდევნო წლის მე-20 კალენდარულ კვირის ჩათვლით) დაწყებასთან დაკავშირებით, ხორციელდება მწვავე რესპირაციული ინფექციების, გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების ეპიდზედამხედველობის ღონისძიებები.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრები ყოველკვირეულ რეჟიმში თვალყურს ადევნებს დაავადების გავრცელების ინტენსივობას მათ სამოქმედო ტერიტორიაზე.

საქართველოში გრიპის ვირუსის ცირკულაციის დადგენის მიზნით, მონიტორინგი  ხორციელდება საყრდენი ბაზებით. შერჩეულ ბაზებში გრიპის ვირუსის გამოვლენისათანავე, შესაბამისი ინფორმაცია განახლდება ცენტრის ვებ გვერდზე.

გრიპის პროფილაქტიკის მიზნით,

2015-16 წლის გრიპის სეზონისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ რეკომენდირებულია სეზონური ვაქცინა,  რომელიც შეიცავს შემდეგ კომპონენტებს:

·         A/California/7/2009 (H1N1) pdm09 - მსგავსი ვირუსი;

·         A/Hong Kong/4801/2014 (H3N2)      - მსგავსი ვირუსი;

·         B/Brisbane/60/2008   - მსგავსი ვირუსი.

ჯანმო რეკომენდაციას იძლევა წლიური ვაქციანაცია ჩაუტარდეს (პრიორიტეტის მიხედვით)

  • თავშესაფართა სახლების რეზიდენტებს;
  • ქრონიკული დაავადების მქონე პირებს;
  • ხანდაზმულებს;
  •  სხვა ჯგუფებს, როგორიცაა ორსულები, ჯანდაცვის მუშაკები, სოციუმში განასკუთრებული მნიშვნელობის მქონე პირები, ასევე 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვები.

2015-2016 წლების სეზონისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესყიდულ იქნა 10 000 დოზა გრიპის ვაქცინა.

სახელმწიფოს მიერ მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა:

  • ქრონიკული დაავადების მქონე პირთაგან: 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებულნი, დიალიზზე მყოფნი;
  • ბავშვთა სახლების, მოხუცთა თავშესაფრების ბინადარნი და მათი მომსახურე პერსონალი;
  • სასწრაფოს, მიმღები განყოფილებების, რეანიმაციის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, დიალიზის განყოფილებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების მომსახურე პერსონალი.

ვაქცინის მიწოდება თითოეული რაიონის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებისთვის განხორციელდება 15 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე. ვაქცინაციის პროცესი რეგულირდება შესაბამისი რაიონული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების მიერ. ვაქცინაციის დაგეგმილი პერიოდია - მიმდაინრე წლის ოქტომბერ-ნოემებრი.

გრიპისმაგვარი დაავადების პრევენციის მიზნით რეკომენდებულია:

  • ხელების ჰიგიენისა და ხველის/ცემინების წესების დაცვა;
  • დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში (მაღალი ტემპერატურა, ხველა), საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე მოხვედრისგან თავის არიდება;
  • სათავსოების ხშირი განიავება;
  • საერთო მოხმარების ზედაპირების სველი წესით დასუფთავება.

ისეთი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, როგორიცაა:

  • შეუპოვარი ან გახანგრძლივებული ცხელება;
  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • ციანოზი (სილურჯე ცხვირტუჩის არეში)
  • სუნთქვის გართულება

აუცილებელია პაციენტმა დროულად გაიაროს კონსულტაცია ექიმთან!