ტრენინგი - British Medical Journal (BMJ)

2015 წლის 6-7 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და აშშ საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით გაიმართა British Medical Journal (BMJ)-ის ორდღიანი ტრენინგი.

British Medical Journal დაფუძნდა 170 წლის წინ, როგორც სამედიცინო ჟურნალის გამოცემა.  ამჟამად მთელს მსოფლიოში წარმოადგნეს გლობალურ ბრენდს, რომელიც ეხმარება სამედიცინო ორგანიზაციებსა და კლინიცისტებს, დაძლიონ დღეს არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი და მწვავე გამოწვევები ჯანმრთელობის სფეროში.

BMJ-ის პორტალი მოიცავს სამედიცინო განათლების, დიაგნოსტირების, მონაცემთა ანალიზისა და ხარისხის გაუმჯობესების სასწავლო მოდულებს. 50-ზე მეტი ქვეყნის წამყვანი სამედიცინო ჟურნალების გამოქვეყნების გზით BMJ-მ კარი გაუღო ციფრული გამომცემლობის განვითარებას და სამეცნიერო ნაშრომებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

საქართველოში უწყვეტი სამედიცინო განათლების საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე BMJ საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას სთავაზობს ჩაერთოს სასწავლო პროგრამებში და შეიძინოს მეტი ცოდნა–გამოცდილება მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის საკითხებზე, კლინიკური მედიცინის სასწავლო მეთოდების გამოყენებაზე, დისტანციური განათლების ხელმისაწვდომობაზე.

BMJ-ის საგანმანათლებლო პროგრამების ჯგუფის წევრები ტრენინგზე წარმოადგენეს სასწავლო ინტერაქტიულ პროდუქტები საქართველოს კლინიცისტებისთვის და სტუდენტებისთვის. ტრენინგზე წარმოდგენილი იქნა ინტერაქტიული პროდუქტები - BMJ Best Practice, BMJ Learning , BMJ Portfolio, BMJ OnExamination, რომლებიც საცდელი ვერსიის სახით უფასოდ გადაეცემა საქართველოს წამყვან სამედიცინო უნივერსიტეტებსა და კლინიკებს 3 თვის ვადით.  სადემონსტრაციო ვერსია აგებული იყო 4 თემაზე: C ჰეპატიტი, აივ ინფექცია, სეფსისი, დიარეული ინფექციები. 

 

იხილეთ ფოტოალბომი