დევიდ ჰოლის გაცილება

2015 წლის 7 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მოეწყო აშშ საფრთხეების შემცირების სააგენტოს საქართველოში ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის ხელმძღვანელი (DTRA/ CBEP) ბატონი დევიდ ჰოლის გაცილება.   ცენტრის სახელით, ბატონმა ამირან გამყრელიძემ პერსონალურად გადაუხადა მადლობა ბატონ ჰოლს იმ დიდი წვლილისთვის, რაც მან შეიტანა აღნიშნული პროგრამის წარმატებულად განხორცილებაში, კერძოდ: ბიოუსაფრთხოების, ერთიანი ლაბორატორიული შესაძლებლობების და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით.