ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და დანერგვის საკოორდინაციო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა

2015 წლის  16 ოქტომბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა

ანტიმიკრობული  რეზისტენტობის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და 

დანერგვის საკოორდინაციო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონმა დავით სერგეენკომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა. ასევე,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის, სეფსისის და ინფექციურიპათოლოგიის კლინიკის ექსპერტებმა, წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებმა, ინფექციონისტებმა, ეპიდემიოლოგებმა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებმა. 

შეხვედრის მიზანი იყო ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხილვა და  კლინიკურ პრაქტიკაში სენფორდის გაიდლაინის „ანტიმიკრობული თერაპია“ დანერგვის ხელშეწყობა.

სამუშაო შეხვედრაზე  ქართულ ენაზე გამოცემული სენფორდის გაიდლაინის „ანტიმიკრობული თერაპია“ წარდგენა. ასევე, შეხვედრაზე განიხილა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული  დასწრებული უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა „რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია პირველად ჯანდაცვის სისტემაში“.

შეხვედრის მსვლელობისას დაინტერესებულმა მხარეებმა იმსჯელეს ანტიმიკრობული რეზისტენტობის, ნოზოკომიური ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სფეროში ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე და  ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზე. სამუშაო შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.შეხვედრა გაიმართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (მეორე სართული).

იხილეთ ფოტოალბომი