ვიზიტი ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში
2015 წლის 29 სექტემბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ოფისის დირექტორი - ქ-ნი ჟუჟანა ჯაკაბი ესტუმრა რ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს, სადაც გაეცნო ცენტრის სტრუქტურას, თანამშრომლებს და დაათვალიერა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული და ქსელში ჩართული ლაბორატორიები. 
შეხვედრის დროს ჟუჟან ჯაკაბმა დადებითად შეაფასა ლაბორატორიების მუშაობა და მათი თანამედროვე შესაძლებლობები. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრსა და ჯანმო-ს შორის დაისახა ერთობლივი სამომავლო გეგმები.