საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების საბჭოს გასვლითი სხდომა 16.10.2015

2015 წლის 16 ოქტომბერს  გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების საბჭოს გასვლითი სხდომა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ გ.ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრის ბაზაზე.

სხდომის ფარგლებში  მეცნიერებათა აკადემიის  დელეგაციის წარმომადგენლებმა  მოისმინეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ბატონი ამირან გამყრელიძის მოხსენება თემაზე:

ლუგარის ცენტრის შესაძლებლობები საქართველოში ბიო-სამედიცინო კვლევების განვითარებაში

მოხსენების შემდეგ დელეგაციის წარმომადგენლებმა დაავალიერეს რიჩარდ გ.ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი.

 

იხილეთ ფოტოალბომი