ჯანმო-ს ევროპის რეგიონის მაღალი დონის კონფერენცია-მინისტერიალი 21-22.10.2015

 

2015 წლის 21-22 ოქტომბერს ბელორუსის რესპუბლიკის დედაქალაქ მინსკში ბელორუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში მიმდინარეობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის მაღალი დონის კონფერენცია-მინისტერიალი „მიდგომები სიცოცხლის ყველა ეტაპზე ჯანმრთელობა 2020-ის ფარგლებში“ სლოგანით

ვიმოქმედოთ ადრეულად, ვიმოქმედოთ დროულად, ვიმოქმედოთ ერთად
Act early, act on time, act together

კონფერენცია - მინისტერიალის მონაწილეები არიან ჯანმო-ს ევროპის რეგიონის წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრები და დელეგატები, მთავრობათაშორისი ორგანიზაციების, ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური სააგენტოების და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბატონმა დავით სერგეენკომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბატონმაამირან გამყრელიძემ.

კონფერენცია-მინისრიალზე წარმოდგენილი იქნა სხვადასხვა საკითხები – გენეტიკა, მედიცინა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ეკოლოგია, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები. მონაწილეები იმსჯელებენ თუ რა მიდგომებითაა შესაძლებელი მაქსიმალურ დონეზე იქნას რეალიზებული მოსახლეობის პოტენციალი ჯანდაცვის სფეროში სიცოცხლის ყველა ეტაპის გათვალისწინებით.

22 ოქტომბერს ბატონი დავით სერგეენკო მინსკში მაღალი დონის მინისტერიალზე წარსდგა

კონფერენციის დასასრულს ხელი მოეწერა მინსკის დეკლარაციას „მიდგომები სიცოცხლის ყველა ეტაპზე ჯანმრთელობა 2020-ის ფარგლებში“.

 

http://www.euro.who.int/en/media-centre/events/events/2015/10/WHO-European-Ministerial-Conference-on-the-Life-course-Approach-in-the-Context-of-Health-2020/background

 

იხილეთ ფოტოალბომი