ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული, 25 – 31 ოქტომბერი

სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მიმდინარე წლის 25–31 ოქტომბერს მონაწილეობას იღებს ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეულში, რომელიც იმართება ტყვიის აღმოფხვრის გლობალური ალიანსისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით. კვირეულზე ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ტყვიის შემცველ საღებავებზე.

2015 წლისათვის ტყვიით მოშხამვის პრევენციის კვირეულის თემაა „ტყვიისაგან თავისუფალი ბავშვები ჯანმრთელი მომავლისათვის“, მშობლებს მრავალი გზით შეუძლიათ შეამცირონ ბავშვებზე ტყვიის ზემოქმედება და თავიდან აიცილონ ჯანმრთელობის სერიოზული რისკები. დიდი რაოდენობით ტყვიის შემცველი საღებავები ჯერ კიდევ გამოიყენება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დეკორატიული მიზნებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს და ხელმისაწვდომია საღებავები, რომელიც ტყვიას არ შეიცავს.

ტყვია  ცნობილი ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც ფართოდ იყენებენ სხვადასხვა სფეროში. ტყვია ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და იწვევს ჯანმრთელობის ფართო სპექტრის დარღვევებს, როგორებიცაა ნევროლოგიური დარღვევები, ანემია, დაღლილობა და კუნთების სისუსტე, დამბლა, თირკმლისა და ღვიძლის დაზიანება. ტყვია ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე, როგორც მისი მუცლადყოფნის პერიოდში, ასევე მის დაბადების შემდგომ. ტყვიის ექსპოზიცია იწვევს ბავშვების გონებრივ ჩამორჩენას.

ტყვიის პრევენციის საერთაშორისო კვირეულის ძირითადი მიზანია საზოგადოების ინფორმირება ტყვიისა და მისი ნაერთების ტოქსიკურობის შესახებ. კვირეულს კოორდინაციას უწევს „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ კვირეულის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა ღონისძიება.

 

Global Aliance to Eliminate Lead Paint

საღებავებში ტყვიის აღმოფხვრის გლობალური ალიანსი 

ბუკლეტი

ბროშურა