გარემოს და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, 27-28 ოქტომბერი, 2015 წელი

2015 წლის 27-28 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გრძელდება გარემოს და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება.
2014 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განრიგისა და საქართველო-ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ჩარჩო შეთანხმების შესაბამისად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში 27-28 ოქტომბერს განხორციელდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა მისიის მეორე ვიზიტი.
ჯანმო-ს ექსპერტთა მისიის წევრები არიან: ქ-ნი დოროტა ჯაროსინსკა (ჯანმო-ს ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის ოფისის პროგრამების მენეჯერი, ბონი გერმანია), ბ-ნი მიხეილ კრჟიჟანოვსკი (ჯანმო-ს ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის ოფისი, ექსპერტი, ბონი გერმანია). ქ-ნ ირინა ზასტენსკაია (ჯანმო-ს ევროპის გარემოსა და ჯანმრთელობის ოფისის ექსპერტი, ბონი, გერმანია).
ვიზიტის ფარგლებში ხორციელდება „გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის (NEHAP)“ შემუშავება, ძირითადი პრიორიტეტების განისაზღვრა და მიზნობრივი აქტივობების დასახვა.

 

იხილეთ ფოტოალბომი