2015 წლის 29-30 ოქტომბერს მიმდინარეობს ორდღიანი სემინარი საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით საშიში ქიმიური ნივთიერებების მართვის შესახებ

სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროს, გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გარემოს და ჯანმრთელობის ბონის ოფისის  ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერით პროექტს 

 

„საქართველოში საკანონმდებლო და სამოქმედო ჩარჩოს შემუშავება საშიშ ქიმიურ ნივთიერებებზე ინფორმაციის შეგროვებისა და გაზიარების მიზნით“.

პროექტის ფაგლებში 2015 წლის 29-30 ოქტომბერს გაიმართება ორდღიანი სემინარი, რომლის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობს გერმანელი და  WHO-ს ექსპერტთა პირველი მისია: ქ-ი ნანეტ აუსტი ( გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს ექსპერტი), ბ-ი ჯონათან კრუგერი (საერთაშორისო ექსპერტი), ქ-ი დოროტა ჯაროსინსკა და ქ-ი ირინა ზასტენსკაია (ჯანმო, გერმანიის გარემოს და ჯანმთელობის ბონის ოფისის წარმომადგენლები). ექსპერტთა მისიის მიზანია აღმოგვიჩინონ ექსპერტული დახმარება და დაიგეგმოს პროექტის განხორციელების ეტაპები, დასახული ამოცანების შესრულებისა და ანგარიშგების საკითხები. სემინარის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოში საშიში ქიმიური ნივთიერებების მართვასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.

სემინარის მუშაობაში ტელეხიდის საშუალებით ჩაერთო და პრეზენტაცია გააკეთა ბატონმა ნიკოლაი სავოვმა (გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია - UNECE, ექსპერტი). 

 

იხილეთ ფოტოალბომი