სამუშაო შეხვედრა 30-31.10.2015

2015 წლის 30-31 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ იქნა მულტისექტორული შეხვედრა, რომელიც ეძღვნებოდა ქვეყნის შიგნით გასატარებელ აქტივობებს ევროპის ჯანდაცვის ახალი პოლიტიკის  “ჯანმრთელობა 2020“და „არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და კონტროლის გლობალური მონიტორინგის ჩარჩოს და მიზნების’’  შესაბამისად. ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს მოსახლეობის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებას, ჯანმრთელობის უთანასწორიბის შემცირებას, მოსახლეობაზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას.

ქვეყნისთვის პირველი ეტაპის ამოცანას წარმოადგენს ეროვნული მიზნების და ინდიკატორების ჩამოყალიბება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ბოუროს მიერ წევრი ქვეყნებისთვის შემუშავდა დოკუმენტები “ჯანმრთელობა 2020“და „არაგადმდებ დაავადებათა პრევენციის და კონტროლის გლობალური მონიტორინგის ჩარჩო და მიზნები’’.

მულტისექტორული შეხვედრის მიზნები:

  • მონაწილე მხარეებისთვის ჩარჩო-დოკუმენტების შინაარსის გაზიარება;
  • „ჯანმრთელობა 2020’’ მიზნებზე მრავალდარგობრივი მონიტორინგის პროცესის ინიცირება;
  • ეროვნული ინდიკატორების შერჩევა „ჯანმრთელობა 2020’’-ის და „არაგადამდები დაავადებების’’-ს  შეფასების მიზნით;
  • „ჯანმრთელობა 2020’’-ის და „არაგადამდები დაავადებების’’-ს ინდიკატორების შეგროვების მიდგომები და გზები.

აღნიშნული მიზნების მიღწევა შექმნის ეროვნული პოლიტიკის ჩამოყალიბების საფუძველს „ჯანმრთელობა 2020’’-ის  შესაბამისად.

განსახილველი საკითხების ფართო სპექტრმა განაპირობა  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ჩართულობის აუცილებლობა.

შეხვედრაში მონაწილებას იღებდნენ: შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს,  ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები.

ორდღიანი სემინარის ფარგლებში მიმდინარეობდა პროფესიონალი ექსპერტების დისკუსია და სამოქმედო ჩარჩოს ჩამოყალიბების მოსაზრებების გაზიარება, ჯგუფური მუშაობის შედეგად შერჩეულ იქნა ეროვნული ინდიკატორები „ჯანმრთელობა 2020’’-ის ფარგლებში დასახული მიზნების ადეკვატური მონიტორინგისთვის. დამსწრე ექსპერტები საქმიანობის სფეროს გათვალიწინებით განაწილდნენ სამ ჯგუფად:

ჯგუფი I – დემოგრაფიული სტატისტიკა;

ჯგუფი II - კეთილდღეობა და დეტერმინანტები;

ჯგუფი III - ჯანდაცვის სისტემები.

თითოეული ჯგუფის მიერ შეფასებულ იქნა ყველა შემოთავაზებული ინდიკატორი, მათი შეგროვების შესაძლებლობები და ხელმისაწვდომი წყაროები.

პლენარული სხდომის ფარგლებში თითოეულმა სამუშაო ჯგუფმა წარმოადგინა ჯგუფური სამუშაოს შედეგები და რეკომენდაციები.

საერთო დისკუსიის პროცესში გამოიკვეთა საბოლოო რეკომენდაციები  „ჯანმრთელობა 2020’’ -ის და „არაგადმდებ დაავადებათა პრევენციის და კონტროლის გლობალური მონიტორინგის ჩარჩო და მიზნები’’-ის ეროვნული ამოცანების და ინდიკატორების შესახებ. დაგეგმილ იქნა სამუშაო ჯგუფის სამომავლო აქტივობები.

 

იხილეთ ფოტოალბომი