სამეცნიერო საბჭოს სხდომა 13.11.2015

2015 წლის 13 ნოემბერს გაიმართა სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს სხდომა შემდეგ საკითხებზე:  

  • სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში 2015 წელს მიმდინარე  პროექტების შესრულების შესახებ 
  • პროექტის „ჰეპატიტი C-ს პრევალენტობის პოპულაციური კვლევა საქართველოში“  შესრულების მიმდინარეობის შესახებ; 
  • პროექტის „გრიპზე ეპიდზედამხედველობის ქსელის მდგრადობის შენარჩუნება და სეზონურ/პანდემიურ გრიპზე რეაგირება ეროვნული ჯანდაცვის ორგანოების მიერ ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ“  შესრულების მიმდინარეობის შესახებ; 
  • პროექტის “ტულარემიის ეპიდემიოლოგია და ეკოლოგია საქართველოში” შესრულების მიმდინარეობის შესახებ; 
  • ინფორმაცია საზღვარგარეთ მივლინებების შესახებ; 
  • მიმდინარე საკითხები 

სხდომის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

 

იხილეთ ფოტოალბომი