ანტიბიოტიკები და რეზისტენტობა

ანტიბიოტიკები გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ინფექციების  სამართავად

ანტიბიოტიკები და მათი მსგავსი პრეპარატები, რომელთაც ზოგჯერ საერთო სახელით -ანტიმიკრობული აგენტებით მოხსენიებენ, 70 წელზე მეტია  სხვადასხვა ინფექციებით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ გამოიყენება. 1940 წლიდან ამ პრეპარატების დახმარებით მნიშვნელოვნად შემცირდა ინფექციური დაავადებებით ავადობა და სიკვდილი. დროთა განმავლობაში ინფექციის გამომწვევმა აგენტებმა, რომელთა გასანადგურებლადაც გამოიგონეს ანტიბიოტიკები,  მათთან ადაპტაცია (შეგუება) განიცადეს, რამაც  ანტიბიოტიკები დაბალ ეფექტური და ზოგჯერ სრულიად უმოქმედო გახადა.

 ბაქტერიებისა და სხვა მიკრობების განმარტება

ბუნებაში მიკროსკოპული ორგანიზმების ანუ მიკრობების  სხვადასხვა ტიპი არსებობს: ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები, და პარაზიტები. მათი დიდი ნაწილი უვნებელი და სასარგებლოა ცოცხალი ორგანიზმებისათვის (ადამიანი, ცხოველი, მცენარე). დაავადების გამომწვევ მიკრობებს  პათოგენები ეწოდებათ, ან ზოგჯერ უბრალოდ „მიკრობებსაც“ უწოდებენ.

 რეზისტენტობის შესახებ

ანტიბიოტიკების დახმარებით დაავადებული ორგანიზმი წინააღმდეგობას უწევს დაავადების გამომწვევ მიკრობს. ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი რეზისტენტობა  (მგრადი, გამძლე) წარმოადგენს მიკრობის უნარს, წინ აღუდგეს წამლის ეფექტურობას ანუ  არ მოკვდეს, ზრდა არ შეაჩეროს და ჩამოყალიბდეს რეზისტენტულ (მდგრად, გამძლე) შტამად.  

 რეზისტენტობის ჩამოყალიბების ტენდენციები

  • ანტიბიოტიკები წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ერთერთ ყველაზეხშირად დანიშვნად პრეპარატს მედიცინაში. თუმცა, ხშირად არ არის ოპტიმალურად დანიშნული და გამოიყენება არასწორი დოზირებით და ხანგრძლივობით.
  • მიკრობები რომლებიც ბუდობენ და აბინძურებენ საკვებ პროდუქტებს,  შეიძლება მალე გახდნენ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულნი, რადგან   ადამიანებსა და ცხოველებში ხდება ამ პრეპარატების  არასწორი გამოყენება. აღმოჩნდა, რომ ცხოველების საკვებში ანტიბიოტიკების პროფილაქტიკური მიზნით გამოყენება,  იწვევს მათ ორგანიზმში  მიკრობების რეზისტენტული შტამების ჩამოყალიბებას და შემდგომში ადამიანის დაავადებას ამ მიკრობებით. ამიტომ, ანტიბიოტიკები, რომლებიც სამედიცინო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებში ინფექციების სამკურნალოდ, მეცხოველეობაში გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ ცხოველებში ინფექციების სამკურნალოდ.
  • ანტიბიოტიკური რეზისტენტობის გავრცელების აგრეთვე ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი ფაქტორია, ბაქტერიების რეზისტენტული შტამების გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე.

დღეს არავინ არ არის დაცული ისეთი ინფექციური დაავადებებისაგან, რომელთა გამომწვევი ბაქტერიებიც რეზისტენტულნი იქნებიან თანამედროვე ანტიბიოტიკების მიმართ!

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული მიკრობებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების მკურნალობა ძალიან ძნელი და   ძვირადღირებულია.  ზოგჯერ კი საჭიროებს მათი ქიმიურ-ტოქსიური ალტერნატივებით ჩანაცვლებას.
ვინაიდან ბაქტერიები ადამიანის მიერ შექმნილი ანტიბიოტიკების მიმართ ყოველთვის ეძებენ წინააღმდეგობის გაწევის გზებს. ამიტომ საჭირო ხდება:

  • ახალი აგრესიული გზების მოძებნა მათი წინააღმდეგობის დასათრგუნად, და
  • ამ ახალი საშუალებების შენარჩუნება  დაავადებების გამომწვევი  იმ მიკრობების მიმართ,  რომელებიც ამჟამად არიან გავრცელებულნი, რათა თავიდან ავიცილოთ მათი ახალი წინააღმდეგობების (ადაპტაციის) განვითარება.

ამიტომ

იცოდეთ და გაითვალისწინეთ:

-         ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს ექიმის დანიშნულების გარეშე და

-         თვითნებურად ნუშეცვლთ წამლის მიღების დოზადა ხანგრძლივობა!

ანტიბიოტიკების ეფექტურობის დასუსტება/დაკარგვა არა მარტო რუტინული ინფექციური დაავადებების მკურნალობაზე აისახება, არამედ აფერხებს სხვადასხვა დაავადებებით დაავადებული პაციენტების,  შემთხვევითი ინფექციებით გართულებული მდგომარეობის  მკურნალობას. ანტიბიოტიკების დახმარებით  მედიცინამ ბევრს მიაღწია -სახსრების, ორგანოების ტრანსპლანტაციის, კიბოს და ქრონიკული დაავადებების, როგორიცაა: დიაბეტი, ასთმა, რევმატოიდული ართრიტის მკურნალობაში. ანტიბიოტიკების რეზისტენტობის გამო დაკარგული იქნება შესაძლებობა უსაფრთხოდ შევთავაზოთ ადამიანებს ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანამედროვე სამედიცინო მიღწევები. მაგალითად:

ქიმიოთერაპია

ადამიანები, რომლებიც ქიმიოთერაპიას იტარებენ, ხშირად დგებიან ინფექციების განვითარების რისკის ქვეშ სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის შემცირების გამო. მათთვის ნებისმიერი ინფექცია, შეიძლება ძალიან სერიოზული გახდეს.

 რთული ქირურგიული ოპერაციები

პაციენტები, რომლებიც იკეთებენ გულიზე,  სახსრებზე და სხვა ორგანოებზე  რთულ ოპერაციებს დგებიან ოპერციის შემდგომი ინფექციების გართულების წინაშე. ამ ინფექციებს შეუძლიათ შეაფერხონ ჩატარებული ოპერაციის წარმატება, გამოიწვიონ დამატებითი ინფექციური დაავადებები, რომლებიც შეიძლება ლეტალურადაც კი დასრულდეს. ზოგიერთი ოპერაციის წინ საჭირო ხდება ანტიბიოტიკების წინასწარ ოპერაციამდე დანიშვნა, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი გართულებები.

 რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა

 ართრიტის დროს ანთებითი პროცესი მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, რომელიცორგანიზმის ინფექციებთან ბრძოლის პროცესს აკონტროლებს.ამ ტიპის ართრიტით დაავადებული ადამიანები დამატებით ინფიცირების დიდი რისკის ქვეშ არიან. გარდა ამისა, ართრიტის სამკურნალო წამლებმაც  შეიძლება გამოიწვიონ იმუნიტეტის დაქვეითება.

დიალიზი

დიალიზზე მყოფ პაციენტებს სისხლის ინფექციების განმვითარების დიდი რისკი აქვთ. ეს ინფექციები მეორე წამყვანი მიზეზი ხდება ხოლმე დიალიზზე მყოფი ადამიანების გარდაცვალების.

 ორგანოებისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია

ისინი, ვინც ორგანოების ან ძვლის ტვინის გადანერგვას იტარებენ, ძალიან შესუსტებული აქვთ იმუნური სისტემა და ინფიცირების რისკი ძალიან მაღალი აქვთ,  რადგან ერთი-ორი წლის განმავლობაში ღებულობენ წამლებს იმუნური სისტემის შესასუსტებლად. 

მხოლოდ,  ეფექტურ ანტიბიოტიკებს შეუძლიათ ამ  პაციენტების გარანტირებული დახმარება, მძიმე გართულებებისა და სიკვდილისაგან დაცვა!

წყარო:

http://www.cdc.gov/drugresistance/protecting_yourself_family.html

http://www.cdc.gov/drugresistance/about.html