ტრენინგი ცენტრში 12.11.2015

სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ დასრულდა ვებ-ზე დაფუძნებული სწავლება (დისტანციური ონლაინ ტრენინგი) „სისხლის წარმოების ხარისხის მართვის“ თემატიკაზე სისხლის ბანკების/სამსახურების პროფესიული კადრებისთვის, რომელიც ჩატარდა ცენტრის და ორგანიზაცია „Global Healing”-ის (აშშ) ერთობლივი ორგანიზებით. ტრენინგი მიმდინარეობდა სამი თვის განმავლობაში (სექტემბერი-ნოემბერი, კვირაში ერთი დღე) და მასში მონაწილეობა მიიღეს 14 სისხლის ბანკის (თბილისი, გორი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუდიდი), ცენტრის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა (სულ 100-ზე მეტი მსმენელი). ვებინარის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.