სამუშაო შეხვედრა 25-26.11.2015

2015 წლის 25-26 ნოემბერს ქალაქ თბილისში მიმდინარეობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა, რომელიც ეძღვნება ევროპის რეგიონში გეოჰელმინთებთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის საკითხებში მიღწეულ პროგრესს.

შეხვედრას უძღვებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა მთავარი და ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობენ - აზერბაიჯანის, ბელარუსის, თურქმენეთის, მოლდოვის, რუმინეთის, რუსეთის ფედერაციის, საქართველოს, სომხეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროთა წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

 

იხილეთ ფოტოალბომი