უკრაინის დელეგაციის ვიზიტი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში 02.12.2015
2015 წლის 2 დეკემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აშშ საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან უკრაინის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა  და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები.
 
უკრაინელი დელეგაციის ვიზიტის მიზანია ადგილზე გაეცნოს დაავადებებზე ზედამხედველობის ინტეგრირებული ელექტრონული სისტემისა (EIDSS) და პათოგენების კონტროლის სისტემის (PACS) მუშაობის პრინციპებს და ქართველი სპეციალისტების გამოცდილებას.
 
3 დეკემბერს უკრაინელი სტუმრები ეწვევიან რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს გაცნობის მიზნით.