შშმ პირთა საერთაშორისო დღე

3 დეკემბერი, 2015 წელი

2015 წლის 3 დეკემბერს შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება შემდეგი თემებით:

  • შეიქმნას ყველასათვის ხელმისაწვდომი და ღია გარემო
  • მოხდეს  შშმ პირთა სტატისტიკური მონაცემების დახვეწა

ყოვეწლიურად გაეროს 47/3 14 დეკემბრის 1992 წლის რეზოლუციის თანახმად მსოფლიოში შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც  ხელს უწყობს ამ საკითხისადმი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. საქართველოც ყოველწლიურად უერთდება ამ დღეს სხვადასხვა ღონისიებებით.

მსოფლიოში სავარაუდოდ შშმ მქონე ერთი მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. 

საზოგადოებაში ადამიანთა შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ ბევრი ბარიერი არსებობს. მნიშვნელოვან თემას წარმოადგენს ხელმისაწვდომიბისა და სხვებთან ერთად თანასწორუფლებიანი თანაცხოვრების საკითხი, რომელიც მოიცავს სატრანსპორტო, განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალურ სფეროებს. ასევე, მნიშვნელოვანია საოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების განვითარების თვალსაზრისით შშმ პირთა ჩართულობა, რათა ხელი შევუწყოთ მათ ინკლუზიას სოციალურ გარემოში, შესაბამისი სამუშაო ადგილების შექმნით, განათლებისა და ჯამრთელობის სფეროში ინკლუზიური მიდგომების განვითარებით.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი თავის საქმიანობაში ცდილობს მუდმივად გამოიყენოს ინკლუზიური მიდგომები. ეს შეეხება ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის გაუმჯობესებასა თუ საგანმანათლებლო მიზნით დაგეგმილ ინტერვენციებს.

წელს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ  დაიგეგმილია სტუმრობა ,,ხელი ხელს“ ორგანიზაციის თბილისის სახლებში იქ მცხოვრები ადამიანების გასაცნობად და გარკვეული დროის ერთად გასატარებლად. ორგანიზაციის ხელმძღვანელობას ბენეფიციარებისათვის გადაეცემა ცენტრის თანამშრომელთა შემოწირულობებით შეძენილი ნივთები.

თქვენც შემოგვიერდით

შევქმნათ ყველასათვის ხელმისაწვდომი და ღია გარემო