კიბოს კონტროლისა და სკრინინგის მე-4 საერთაშორისო კონფერენცია 05.12.2015

 

2015 წლის 5 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით და კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა

კიბოს კონტროლისა და სკრინინგის
მე-4 საერთაშორისო კონფერენცია

კონფერენციას დაესწრნენ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, თბილისის მერიის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ყოფილი პროფ. ა. ღვამიჩავას ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი) ხელმძღვანელი პირები და ირანის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.

კონფერენციის მუშაობაში, ქართველ ონკოლოგებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ონკოლოგებმა ირლანდიიდან, შვედეთიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და ირანიდან.

კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა განიხილეს მათ ქვეყნებში კიბოს კონტროლის და კიბოს სკრინინგის მიმართულებით არსებული მიღწევები და პრობლემური საკითხები. კონფერენციის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია კიბოს სკრინინგის უახლესი ტესტების გამოყენების შესახებ.

ასევე, ტრადიციულად  შეჯამდა კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების 2015 წლის საქმიანობა.

კონფერენცია გაიმართა თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატის სხდომათა დარბაზში.

 

იხილეთ ფოტოალბომი