ურთიერთგაგების მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ 04.12.2015

დღეს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ირლანდიის ეროვნული კიბოს კონტროლის პროგრამასა და კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოებას შორის. მემორანდუმის საფუძველზე მხარეები კოორდინაციას გაუწევენ ერთობლივ ძალისხმევას კიბოს კონტროლის, პრევენციის, სკრინინგის, კვლევის, განათლებისა და ტრენინგის მიმართულებით.

 

იხილეთ ფოტოალბომი