ხელი მოეწერა განხორცილების შეთანხმებას 14.12.2015

2015 წლის 14 დეკემბერს ხელი მოეწერა განხორცილების შეთანხმებას ვოლტერ რიდის არმიის კვლევით ინსტიტუტსა (WRAIR) და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC) შორის.

შეთანხმება გულისმობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის შემადგენელ ნაწილთან - რ. ლუგარის სახ. საზოგადოებრივ კვლევით ცენტრთან მომავალ თანამშრომლობას ტექნიკური მხარდაჭერისა და ბიოსამედიცინო და სამეცნიერო პოტენციალის გაძლერების ჭრილში.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს NCDC-ის გენერალურმა დირექტორმა - ამირან გამყრელიძემ და WRAIR -ის მხრიდან აშშ არმიის სარდალმა - პოლკოვნიკმა დანა რენტამ.

 

იხილეთ ფოტოალბომი