პოლიომიელიტის ნაციონალურმა ლაბორატორიამ ჯანმო-ს ტესტირება წარმატებით გაიარა

2015 წელს პირველად ჩატარდა  ევროპის რეგიონის  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოლიომიელიტის   ლაბორატორიული ქსელის  ვირუსის  გამოყოფის   პროფესიული ტესტირება ახალი ალგორითმით, რომელიც ითვალისწინებს  ადრე  განსაზღვრული  ვადის -21 დღის შემცირებას 14 დღემდე  და ჯანმო-ს შემუშავებული   ტესტირების  ახალი  სქემის გამოყენებას. ტესტი მოიცავს  10 სინჯის გამოკვლევას  ვირუსის აღმოჩენის მიზნით.

საქართველოს  პოლიომიელიტის ნაციონალურმა ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა ტესტირება და აიღო მაქსიმალური ქულა-  100%.