ბერნარ კუშნერის სამუშაო შეხვედრა სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან 18.12.2015

საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის “გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი საქმიანი ვიზიტით თბილისს ეწვია და სამოქალაქო სექტორისა და სამედიცინო სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

2015 წლის 18 დეკემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში (NCDC) გაიმართა ბერნარ კუშნერის სამუშაო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს, პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და ქართული სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე ბატონმა ბერნარ კუშნერმა პირველადი ჯანდაცვისა და მიმდინარე რეფორმების საკითხებზე იმსჯელა. 
19 დეკემბერს ბერნარ კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და "გლობალური ალიანსის" ერთობლივი საბჭოს სხდომას დაესწრება, რომელზეც არსებული ხელშეკრულების საფუძველზე გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა მოხდება.

„გლობალურ ალიანსთან“ საქართველოს მთავრობას შეთანხმება აკავშირებს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავებას ითვალისწინებს.

 

იხილეთ ფოტოალბომი