კონფერენცია - „ბიოსამედიცინო კვლევაში მონაწილე ადამიანთა უფლებების დაცვის პოლიტიკა - არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები“ 22.12.2015

2015 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა უმასპინძლა კონფერენციას „ბიოსამედიცინო კვლევაში მონაწილე ადამიანთა უფლებების დაცვის პოლიტიკა არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები“.

კონფერენციაზე ქვეყანაში ბიოსამედიცინო კვლევაში მონაწილე ადამიანთა უფლებების დაცვის არსებული მდგომარეობის, ამ სფეროში პოლიტიკის განსაზღვრისა და სამომავლოდ საკანონმდებლო რეგულაციის შემშავების თაობაზე ხედვას განიხილეს.

კონფერენციის მიზანი იყო ზემოხსენებულ სფეროსთან დაკავშირებულ ყველა დაინტერესებული მხარესთვის წარედგინა ბიოსამედიცინო კვლევაში მონაწილე პირთა უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის პოლიტიკისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის ძირითადი შემადგენელია კანონპროექტის მომზადება „ადამიანზე ჩატარებული ბიოსამედიცინო კვლევის შესახებ“.

სამომავლო აქტივობების განხორციელება დაგეგმილი იქნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის, ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს, საქართველოში კვლევის ეთიკის კომიტეტებისა და დარგის ექსპერტ-კონსულტანტების, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების დახმარებით.

 

იხილეთ ფოტოალბომი