შეხვედრა აღმოსავლეთ საქართველოს სჯდ ცენტრებთან 22.12.2015

ინფექციების კონტროლისა და პრევენციული ღონისძიებების ერთიანი სისტემის ამოქმედება ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. საქართველოსათვის 2015-2020 წლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტეტად C ჰეპატიტის ელიმინაციისაკენ მიმართული ღონისძიებები სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება და ამოქმედება გამოცხადდა, რომლის მიღწევის გზად მოსახლეობაში მაღალი რისკის შემცველი მომსახურების (მათ შორის საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებში მიწოდებული ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების) სახელმწიფო კონტროლის /ზედამხედველობის მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შემუშავებითაა შესაძლებელი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრების ძალისხმევით 2015 წლის განმავლობაში სილამაზის ტატუირების, პირსინგის, აკუპუნქტურის სალონებსა და კაბინეტებში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა კვლევის შედეგების შეფასებამ/, ნებაყოფლობით კვლევას დაექვემდებარა 2 133 ობიექტი/, რომელმაც გამოავლინა, რომ ამ დწესებულებათა პერსონალის ცოდნა დაავადებათა პრევენციისა და ჰიგიენის საკითხებში მეტად დაბალია, ხოლო ამ ობიექტების სანიტარული მდგომარეობა უკიდურესად არადამაკმაყოფილებელი. ინვაზიური პროცედურების ჩატარებისას უხეშად ირღვევა მრავალჯერადი ინსტრუმენტების სტერილიზაციის და დეზინფექციის წესები.

ჰიგიენური პრაქტიკისა და და უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა აივ-ინფექცია შიდსის, B და C ჰეპატიტების და მთელი რიგი სხვა გადამდები დაავადებების გავრცელების მიზეზი შეიძლება გახდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მომზადდა  “საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარული ნორმების დამტკიცების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი - საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის #473 დადგენილება. დადგენილების აღსრულების უზრუნველსაყოფად - დკსჯდ ეროვნული ცენტრი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრების წარმომადგენლებთან აწყობს საინფორმაციო-განმარტებით შეხვედრებს  თემაზე:

რა უნდა იცოდნენ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტების მონიტორინგის მწარმოებლებმა”.

საინფორმაციო-განმარტებითი შეხვედრების თემატიკა :

  1. ინფიცირების რისკ-ფაქტორების შეფასება და მართვა;
  2. ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკური ღონისძიებები;
  3. უსაფრთხო პროცედურები სილამაზის სალონებში;
  4. დასუფთავება, დეზინფექცია და სტერილიზაცია:
  5. ნარჩენების უსაფრთხო მართვა;

15 დეკემბრიდან  სამუშაო შეხვედრები გაიმართა თბილისშიაჭარაში - აჭარის,  იმერეთის,  გურიის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონების და ფოთის, საზ.ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრების წარმომადგენლებთან.

22.12.15 დან  –ანალოგიური შეხვედრები გაიმართება შიდა ქართლის, კახეთის,

სამცხე-ჯავახეთის,  მცხეთა/მთიანეთის ქვემო ქართლის წარმომადგენლობებთან.  

 

იხილეთ ფოტოალბომი