პარიზის ხელშეკრულება კლიმატის ცვლილების შესახებ
მიმდინარე წლის დეკემბერში პარიზში გაიმართა კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის 21-ე სესია, სადაც მიიღეს კლიმატის ცვლილების კონვენციის ახალი ხელშეკრულება. მსოფლიოს 195 ქვეყნის ლიდერებმა პარიზში დაწყებული კლიმატის ცვლილების სამიტით ამბციური გეგმის განხორციელებას ჩაუყარეს საუძველი. სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელებმა ერთმანეთს მოუწოდეს, რომ ეკონომიკა წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულობისგან გაათავისულონ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ მსოფლიო „კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფება.“
 
პარიზის კონფერენციამდე, ქვეყნებმა კონვენციის სამდივნოში წარადგინეს დოკუმენტი, სადაც მოყვანილი იყო, თუ რა ტიპის ვალდებულებას იღებდა ქვეყანა. საკოორდინაციო კომიტეტის სხდომაზე, და განიხილეს დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიის მომზადება.
 
კლიმატის ცვლილების გამომწვევი „სათბური გაზების" ემისია (გამოფრქვევა) განვითარებადი ქვეყნებიდან აღემატება განვითარებული ქვეყნების ემისიებს, ამიტომ ემისიების შემცირების ან შეზღუდვის ვალდებულება უნდა აიღოს განვითარებადმა ქვეყნებაც. ამჟამად, კიოტოს ოქმით, ემისიების შემცირების ვალდებულება აქვთ მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებს. ახალი ხელშეკრულება კი, ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევა.
 
შეთანხმების ძირითადი ელემენტები:
 
· გლობალურმა ტემპერატურამ 2.0C (3.6F)-ზე მეტით არ უნდა მოიმატოს, უფრო მეტიც, ქვეყნები უნდა შეეცადონ ტემპერატურის ზრდა 1.5C-ზე შეჩერდეს.
 
· შეიზღუდოს ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოყოფილი სათბურის გაზები რაოდენობა.
 
· ხუთ წელიწადში ერთხელ განხილულ იქნას თითოეული ქვეყნის წვლილი სათბურის გაზების გამოყოფის შემცირების კუთხით.
 
· მდიდარი ქვეყნები დაეხმარონ ღარიბ ქვეყნებს, რათა მათ შეძლონ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირება.
 
პარიზის კლიმატის კონფერენციაზე საქართველო წარმოდგენილი იქნა მაღალი დონის დელეგაციით, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა. პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეუერთდა მსოფლიოს ლიდერებს და განაცხადა, რომ მთავარი მისია და ამოცანაა მკვეთრად დაჩქარდეს გლობალურად სუფთა ენერგიის წარმოქმნა, რომელიც მიმართული იქნება კლიმატის ცვლილების პრობლემის გადაჭრისკენ.
 
პრეზიდენტი ობამა შეუერთდა 19 ქვეყნის მსოფლიო ლიდერებს „ინოვაციის ინიციატივით „ რომ მკვეთრად დაჩქარდეს სახელმწიფო და კერძო გლობალურად სუფთა ენერგიის შექმნა, ასევე, მომხმარებლებისთვის სუფთა ენერგიის ხელმისაწვდომობა და დამატებითი კომერციული შესაძლებლობების განვითარება, რათა მოხდეს სუფთა ენერგიის წარმოქმნის შელშეწყობა, რომელსაც დამატებით ხელმძღვანელობს ბილ გეითსი, მოახდინოს ადრეულ ეტაპზე ინოვაციების ინვესტირება.
 
ბარაკ ობამა აცხადებს რომ ამერიკამ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო არენაზე კლიმატის ცვლილების გაუმჯობესებისთვის. პრეზიდენტის "სუფთა ენერგიის გეგმა" შეამცირებს ამერიკის ენერგეტიკული სექტორის „სათბური გაზების" ემისიებს, რომელიც შეადგენს გაფრქვევის მესამედს და 30%-ზე მეტით შემცირდება 2030 წლისთვის და დაზოგავს 50$ ბილიონზე მეტს კლიმატთან და ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროცესის ხარჯებს. ეს არის ყველაზე დიდი ნაბიჯი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ოდესმე გადაუდგია კლიმატის ცვლილების ბრძოლისთვის.
 
სხვა ქვეყნებმაც მიმართეს აშშ მაგალითს, ჩინეთმა, ბრაზილიამ და 180-ქვეყანამ, რომელთა წილი გლობალური ემისიების 95%-ია, გამოაცხადდეს კლიმატთან მიმართებით მიზნები და წინასწარ განსაზღვრული ეროვნული კონტრიბუცია.
 
საქართველოს პარლამენტის განცხადების მიხედვით, მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ადამიანის ზემოქმედების შედეგად დედამიწის ატმოსფეროში კლიმატის ცვლილებების ძირითადი მიზეზის-სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების-კონცეტრაციამ ახალ, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, კერძოდ, ნახშირორჟანგის შემცველობა 143%-ით გაიზარდა, რასაც უკვე მოჰყვა უმძიმესი შედეგები-მოიმატა ჰაერის ტემპერატურამ, დნება მყინვარები, გახშირდა გვალვები, ძლიერი ნალექები, წყალდიდობები, ქარიშხლები, ღვარცოფები, მეწყრები და ზვავები, იწევს ოკეანის დონე, იცვლება ეკოსისტემები, იზრდება ადამიანთა დაავადების რისკი და სიკვდილიანობა. კლიმატის ცვლილების პრობლემა მწვავედ დგას საქართველოშიც, მითუმეტეს, რომ ქვეყნის ტერიტორიის 70%-ზე მეტი და მისი 30000-მდე დასახლებული პუნქტი სტიქიური გეოლოგიურ პროცესების განვითარების რისკის ზონაშია მოქცეული. ექსპერტთა შეფასებით, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ჰაერის საშუალო ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში 0,3 გრადუსით მოიმატა; საქართველოს პარლამენტი ასევე აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილების შედეგები წლიდან წლამდე სულ უფრო მრავალფეროვანი და ინტენსიური ხდება, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ამ გლობალურ პრობლემას და აუცილებელს ხდის მის სასწრაფოდ გადაჭრას. საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად განახორციელებს ყველა ღონისძიებას, რათა თავისი წვლილი შეიტანოს კლიმატის ცვლილების პრობლემის გადაჭრის საქმეში,მხარს უჭერს გლობალური ტემპერატურის 2 გრადუსზე ნაკლებით ზრდის ტენდენციის შენარჩუნებას, ემხრობა განვითარებადი ქვეყნებისთვის ფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდას, რაც საქართველოს საშუალებას მიცემს, განახორციელოს ინვესტიციები ადაპტაციის პროექტებსა და ახალ ტექნოლოგიებში.
 
ამჟამად, ეროვნულ ცენტრში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, მიმდინარეობს „გარემოს და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის (NEHAP)“ შემუშავება, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მონაწილეობით, რომლის ერთ-ერთ გრძელვადიან ამოცანას წარმოადგენს ჯანმრთელობის საკითხების ინტეგრირება კლიმატის ცვლილებების, ადაპტაციისა და შერბილების პოლიტიკაში.