ჯანსაღი კვება ჯანმრთელი ცხოვრებისთვის!

კიბო, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, დიაბეტი, ინსულტი, სისმუქნე და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები  იმ დაავადებების მოკლე ჩამონათვალია, რასაც არასწორი კვება იწვევს. სწორი კვება კი მნიშვნელოვნად ამცირებს მათ რისკს.

იმისათვის, რომ იკვებო სწორად:

დღიური კვების რაციონში  ჩართე პროდუქტები ქვემოთ მოცემული საკვების 4-ვე  ჯგუფიდან:

ხილი და ბოსტნეული: დღის განმავლობაში მიიღე რამოდენიმე სახის ხილი და ბოსტნეული. რეკომენდებულია 5 პორცია დღეში (1 პორცია = ხილის/ბოსტნეულის ის რაოდენობა, რომელიც ეტევა ხელისგულზე).

ბურღულეული, მარცვლეული, პური, კარტოფილი და  სახამებლის შემცველი სხვა პროდუქტები: უპირატესობა მიანიჭე სრულმარცვლოვან პროდუქტებს - მათში სასარგებლო ნივთიერებების შემადგენლობა მეტია. რეკომენდებულია 6 პორცია დღეში (1 პორცია = 1 ნაჭერი პური, 1 ჭიქა მოხარშული ბრინჯი ან მაკარონის ნაწარმი...).

ხორცი, ზღვის პროდუქტები, პარკოსნები: არჩევანი შეაჩერე მჭლე და კანგაცლილ ხორცზე, კვირაში 2-ჯერ მიიღე თევზი. რეკომენდებულია 1-2 ულუფა დღეში (1 ულუფა =2 ნაჭერი წითელი ხორცი, საშუალო სიდიდის თევზის 1 ფილე, ქათმის 1 ბარკალი, ¾ ჭიქა მოხარშული ლობიო...).

რძე და მისი ნაწარმი: რეკომენდებულია2-3 პორცია დღეში (1 პორცია = 1 ჭიქა რძე, 1 ჭიქა მაწონი,  2 ნაჭერი ყველი).

შეზღუდე მარილი და შაქარი

შეამოწმე საკვები პროდუქტების ეტიკეტი მარილის და შაქრის შემცველობაზე - 100 გრამ პროდუქტზე 1.5 გ მარილი (ან NA 0.6გ), ან  22.5 გ შაქარი  მარილის/შაქრის მაღალ შემცველობაზე მიუთითებს. რეკომენდებული დღიური დოზა:  მარილი -  <6 გ; შაქარი -< 25 გ.

გაითვალისწინე: აგავას ნექტარი, ლერწამის კრისტალები, დექსტროზა, ფრუქტოზა, ლაქტოზა, მალტოზა, თაფლი, ბადაგი,  ყველა ეს სიტყვა „შაქრის“ მანიშნებელია.

შეამცირე გაზიანი სასმელებისცხიმიანი და სწრაფი კვების ობიექტების მიერ შემოთავაზებული საკვების მიღება და ყოველდღიურად დალიე 1.5-2ლ სუფთა წყალი!