მკურნალობაში ჩართულთათვის - წარმატებული მკურნალობის შემდეგ, კვლავ შესაძლებელია C ჰეპატიტით დაავადება!

როგორ დავიცვათ თავი C ჰეპატიტის ვირუსით განმეორებითი ინფიცირებისაგან?

•  არ გამოიყენოთ ნახმარი შპრიცი

•  არ იხმაროთ სხვისი კბილის ჯაგრისი, საპარსი, ფრჩხილების საჭრელი მაკრატელი და ა.შ.

•  სქესობრივი კონტაქტისას გამოიყენეთ პრეზერვატივი

•  სამედიცინო პროცედურების ჩატარების, (მათ შორის სისხლის გადასხმა, ჰემოდიალიზი და ა.შ.) სტომატოლოგთან ვიზიტისას,  ჰკითხეთ თქვენს ექიმს არის თუ არა მათ მიერ გამოყენებული ინსტრუმენტები სტერილური

•  დალაქთან, მანიკურის/პედიკურის სპეციალისტთან ვიზიტისას დარწმუნდით იარაღების სტერილურობაში 

•  ტატუს და პირსინგის გაკეთებისას გაარკვიეთ არის თუ არა აღჭურვილობა სტერილური

•  ეწვიეთ მხოლოდ ლიცენზირებულ დაწესებულებებს!