რას უნდა მოელოდნენ ქვეყნები გრიპის წლევანდელი სეზონისგან?

ჯანმრთელობის მსფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიურო

13-01-2016

(არაოფიციალური ადაპტირებული თარგმანი)

გრიპის სეზონის განმავლობაში მოსახლეობის დაახლოებით 20% - ის ინფიცირებაა მოსალოდნელი, რაც დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი ტიპის ვირუსი ცირკულირებს.

ინფიცირებულთა შორის მძიმე დაავადების განვითარების გაზრდილი რისკის ქვეშ იმყოფებიან: ორსულები, ბავშვები, მოხუცები, იმუნოკომპრომეტირებული  და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

ზემოხსენებული ჯგუფები წარმოადგენენ ჯანმოს ევროპის რეგიონის ქვეყნების მოსახლეობის მნიშვნელოვან წილს.

ცნობილია, რომ გრიპის ვირუსი A(H3N2)იწვევს მწვავე გართულებებს და შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ლეტალურ გამოსავალს მოხუცებში. რაც შეეხება A(H1N1)  ვირუსს,რომელმაც გამოიწვია 2009 წლის პანდემია,დღესდღეისობით ცირკულირებს როგორც სეზონური გრიპის ვირუსი.A(H1N1)დავადების მძიმე ფორმას იწვევს შედარებით ახალგაზრდა და პრაქტიკულად ჯანმრტელ პირებში.

ჯანმო რკომენდაციას უწევს გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ მძიმე დაავადების რისკის ქვეშ მყოფმა პირებმა და  სამედიცინო პერსონალმა.

გამომდინარე იქიდან, რომ შეუძლებელია განისაზღვროს  თუ რომელი გრიპის ვირუსი იცირკულირებს სეზონის განმავლობაში, გრიპის სეზონური ვაქცინა მოწოდებულიაA(H3N2), A(H1N1) და B გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ.

გრიპზე ეპიდზედამხედველობა უზრუნველყოფს  ვირუსი ტიპის, სოზონურობისა და დაავადების პოტენციური სიმძიმის განსაზღვრას. ქვეყნების მიერ ზედამხედველობიდან მიღებული შედეგების საშუალებით, ჯანმო ახორციელებს გრიპთან დაკავშირებით რეგიონალურ და გლობალურ საინფორმაციო განახლებას.

სიახლეები გრიპთან დაგავშირებით ევროპიდან

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ოფისი და ევროპისდაავადებათა კონტროლის ცენტრი (ECDC) ერთობლივად ახორციელებენ მონაცემების ანალიზს 53 ქვეყნიდან, რის შედეგადაც აქვეყნებენ ყოვრლკვირეულ ბიულეტენს გრიპთან დაკავშირებით. („Flu News Europe“). იმის ცოდნა თუ როგორ ვრცელდება და რომელი ტიპის ვირუსი დომინირებს  რეგიონში, ქვეყნებს საშუალებას აძლევს მოემზადონ გრიპის ვირუსის გავრცელების პიკისთვის.

 

2014-2015 წლის გრიპის სეზონი იყო „მძიმე“

ევროპული პროექტის(EuroMOMO) ანგარიშის მიხედვით,რომლის საშუალებითაც ხორციელდება მზარდი სიკვდილიანობის მონიტორინგი, 2014-2015 წლის გრიპის სეზონი შეფასდა როგორც მძიმე, რადგან დაფიქსირდა მოხუცთა სიკვდილიანობის მზარდი მაჩვენებელი. 2015 წლის ზამთრის სეზონზე ევროკავშირის ფარგლებში დაფიქსირდა 217 000 ნაადრევი გარდაცვალება, რაც შესაძლოა უმეტესწილად უკავშირდებოდა  გრიპის ვირუსს, თუმცა გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც, როგორიცაა მკვეთრი აციება.

 

გრიპის აქტივობა წლევანდელ სეზონზე

დღესდღეობით გრიპის აქტივობა ფიქსირდება ჩრდილოეთისა და სამხრეთის ქვეყნებში; არსებული მონაცემებით უმეტესწილად (80%) ცირკულირებს A(H1N1) ტიპის ვირუსი.

2016 წლის გრიპის სეზონთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებაგაგრძელდება  „Flu News Europe-ის“ მიერ

http://www.euro.who.int/en/health-topics/communicable-diseases/influenza/news/news/2016/01/what-can-countries-expect-during-this-years-influenza-season