რა არის საშვილოსნოს ყელის კიბო?

საშვილოსნოს ყელი არის ორგანო, რომელიც საშვილოსნოს საშოსთან აკავშირებს. საშვილოსნოს ყელის კიბო საშვილოსნოს ყელის ქსოვილის უჯრედების ავთვისებიანი გადაგვარებაა. ეს ნელა მზარდი სიმსივნეა, რომელიც ძირითადად უსიმპტომო მიმდინარეობით ხასიათდება. საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია რეგულარული სკრინინგითაა შესაძლებელი.

სიმპტომები

საწყის სტადიებზე საშვილოსნოს ყელის კიბო უსიმპტომოდ მიმდინარეობს, დაავადების განვითარების შემდგომ ეტაპებზე კი ჩნდება შესამჩნევი სიმპტომები, ესენია:

  • ყავისფერი გამონადენი მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა პერიოდში
  • სისხლიანი გამონადენი საშოდან სქესობრივი ურთიერთობის დროს
  • ჩვეულთან შედარებით მნიშვნელოვნად გახანგრძლივებული მენსტრუაცია
  • ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები (საერთო სისუსტე, უმადობა, სხეულის წონის კლება, ტემპერატურის მატება და ა.შ.)
  • ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში და ა.შ.

ზემოაღნიშნული რომელიმე ან რამდენიმე სიმპტომის გამოვლენისთანავე აუცილებლად მიმართეთ ოჯახის ექიმს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს სიმპტომები სხვა არასიმსივნურ დაავადებებსაც ახასიათებთ.

ამავდროულად აღსანიშნავია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს უსიმპტომო მიმდინარეობაც ახასიათებს, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს რეგულარული სკრინინგის აუცილებლობაზე მეტყველებს.

საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებასა და გართულებაზე მიუთითებს შემდეგი სიმპტომები:

  • შარდვის სიხშირე
  • სისხლი შარდში
  • რექტალური სისხლდენა
  • დიარეა
  • შარდისა და განავლის შეუკავებლობა
  • ლიმფოსტაზი ქვემო კიდურებში

საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მიზეზები

თითქმის ყველა შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის კიბოს  გამომწვევი ასოცირებულია ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) მაღალი რისკის ჯგუფთან.ეს უკანასკნელი მოიაზრება ერთ-ერთ  გავრცელებულ ინფექციად, რომელსაც ადგილი აქვს  ხუთიდან ოთხი სქესობრივად აქტიური მოზრდილის ანამნეზში,რომელიც უხშირესად  ასიმპტომურადმიმდინარეობს.აქედან გამომდინარე,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშვილოსნოს ყელის სკრინინგული კვლევა.

სქესობრივი პარტნიორების სიმრავლე და განსაკუთრებულად ნაადრევად დაწყებული სქესობრივი აქტივობა  HPV მაღალ რისკებადგანიხილება.  მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტორები ითვლება  საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკად, ბევრი ქალი, რომელსაც ჰყავს მხოლოდ ერთი სქესობრივი პარტნიორი შესაძლოა გახდეს ინფიცირებული  HPV -ით და ასევე  შესაძლოა განვითარდეს უჯრედების ატიპიური ზრდა,რაც გახდება საფუძველი საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისა.

ანალოგიურად, როგორც სხვა ლოკალიზაციის  კიბოს შემთხვევაში, მწეველობა ზრდის საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს.თამბაქო აქვეითებს ორგანიზმის  იმუნურ ძალებს,რაც ადვილად დაინფიცირების და საშვილოსნოს ყელში უჯრედების ე.წ.სიმსივნური გადაგვარებისსაფუძველი ხდება.

სხვა რისკის ფაქტორებად მოიაზრება:

  • დათრგუნული იმუნური სისტემა
  • მშობიარობა ძალიან ახალგაზრდა ასაკში
  • მრავალშვილიანობა
  • უშვილობის სამკურნალო პრეპარატების მიღება
  • ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გრძელვადიანი გამოყენება(10 წელზე მეტი), რამაც შესაძლოა, გაზარდოს საშვილოსნოს ყელის კიბოს  განვითარების რისკი,მაგრამ სარგებელი ამ შემთხვევაშიხშირად სჭარბობს რისკს.

 არის  თუ არა საშვილოსნოს ყელის კიბო ინფექციური ბუნების?

საშვილოსნოს ყელის კიბო არ არის ინფექციური ბუნების და ის არ გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს, თუმცა ადამიანის პაპილომა ვირუსის გავრცელება სქესობრივი კონტაქტის გზით ხდება.

არის საშვილოსნოს ყელის კიბო მემკვიდრეობითი?

საშვილოსნოს ყელის კიბო არ არის გამოწვეული გენეტიკური ცვლილებებით, რომელიც შეიძლება გადაეცეს მემკვიდრეობით.

რა ითვლება  საშვილოსნოს ყელის კიბოსგანვითარების რისკებად?

დიდ ბრიტანეთში, დაადგინეს,რომ სკრინინგის გარეშე-საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი შეადგენს 1.7% [1]. ეს ნიშნავს, რომ  სკრინინგის გარეშე,  60-დან დაახლოებით ერთ  ქალს განუვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბო.სკრინინგი თავიდან აგვაცილებს კიბოს განვითარებას 10-დან 7 ქალში, რადგან ის საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ კიბოსწინარე დაავადებები და ვუმკურნალოთ.

თქვენ შეგიძლიათ საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკის შემცირება:

  • უსაფრთხო სექსი:  პრეზერვატივის გამოყენება ვირუსით ინფიცირების რისკის შესამცირებლად
  • ჯანსაღი ცხოვრების წესი:  ჯანსაღი ცხოვრება იმუნური რეაქტიულობის შენარჩუნების საფუძველია.
  • უარი თამბაქოს- მოწევა აჩერებს ორგანიზმის იმუნური სისტემის მუშაობას,  რის გამოც  უფრო ადვილად შესაძლოა განვითარდეს ინფექცია.აქედან გამომდინარე,  საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისშანსიიზრდება [5].
  • საშვილოსნოს ყელის სკრინინგი64 წლის ასაკამდესაშვილოსნის ყელის კიბოს თავიდან აცილებისსაშუალებაა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სახეები

ბიოფსიის შედეგების შემდეგ,მნიშვნელოვანის კიბოს გავრცელების შესწავლა,რაც განსაზრვრავს მის სახეს

არსებობს საშვილოსნოს ყელის კიბოს ორი ძირითადი ტიპი:

  • ბრტყელუჯრედოვანი კიბო - 80%
  • ადენოკარცინომა - 15 - 20%.  ამ ტიპის კიბოსდიაგნოსტიკა სკრინინგული ტესტებით შეიძლება იყოს უფრო რთული, რადგან იგი  საშვილოსნოს ყელის არხშივითარდება.

როგორხდება საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოვლენა?

საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოვლენაშესაძლებელია ბიოფსიით,საშვილოსნოს ყელის სკრინინგული ტესტით (ნაცხით) ან მენჯის ღრუს ორგანოების  გამოკვლევით.

 საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზი: პირველადი სიმსივნე და მეტასტაზები

ცნობილია საშვილოსნოს ყელის კიბოს მიმდინარეობისშემდეგი ეტაპები:

ეტაპი 1ა: კიბო მოიცავს საშვილოსნოს ყელს, მაგრამ არ ვრცელდება მიმდებარე ქსოვილებზე. ძალიან მცირე რაოდენობით კიბოს უჯრედები ჩანს მხოლოდ მიკროსკოპის ქვეშ

ეტაპი 1ბ: კიბო მოიცავს საშვილოსნოს ყელს, მაგრამ ჯერ არ გავრცელებულა  ახლომდებარე ქსოვილებში. დიდი რაოდენობით კიბოს უჯრედები არის საშვილოსნოს ყელში.

სტადია 2a: სიმსივნე გავრცელებულია გარემომცველ არეებზე, მაგრამ ჯერ კიდევ მენჯის ღრუშია. სიმსივნე გავრცელებულია ვაგინის ზედა ორ მესამედზე.

სტადია 2b: სიმსივნე გავრცელებულია გარემომცველ არეებზე, მაგრამ ჯერ კიდევ მენჯის ღრუშია.  სიმსივნე გავრცელებულია საშვლოსნოს ყელის გარემომცველ ქსოვილებზე.

სტადია 3: სიმსივნეს მთლიანად მოცული აქვს მენჯის ღრუ. სიმსივნური უჯრედები შესაძლებელია გავრცელებული იყვნენ ვაგინის ქვედა ნაწილში.  ასევე შესაძლებელია სიმსივნური უჯრედები გავრცელებული იყვნენ შარდსაწვეთებზე.

სტადია 4a: სიმსივნე გავრცელებულია საშვლოსნოს ყელთან ახლომდებარე ორგანოებზე, მაგალითად, შარდის ბუშტზე ან სწორ ნაწლავზე.

სტადია 4b: სიმსივნე გავრცელებულია საშვლოსნოს ყელიდან შორს მდებარე ორგანოებზე, მაგალითად, ფილტვზე.

 

საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა

კლინიკათა უმეტესობაში, სიმსივნური დაავადების მკურნალობის მეთოდის შესარჩევად, მოქმედებს სპეციალისტთა ჯგუფი. ასეთი მულტიდისციპლინური ჯგუფი მოიცავს:

  • ქირურგს, რომელიც სპეციალიზირებულია გინეკოლოგიურ სიმსივნეებზე (გინეკოლოგი ან გინეკო-ონკოლოგი)
  • კლინიკურ ონკოლოგს (ქიმიოთერაპიისა და რადიოთერაპიის სპეციალისტი)
  • პათანატომს
  • რადიოლოგს

ასევე შეიძლება მოიცავდეს ჯანდაცვის ისეთ სპეციალისტებსაც როგორიცაა:

  • მედდა
  • დიეტოლოგი
  • ფიზიოთერეპევტი
  • ფსიქოლოგი ან კონსულტანტი

სპეციალისტთა ჯგუფი შეარჩევს მკურნალობის ტაქტიკას დაავადების სტადიისა და პაციენტის საჭიროებათა მიხედვით. აუცილებელია, პაციენტის კონსულტირება მკურნალობის შესახებ, იმისათვის რათა პაციენტის მიერ უკეთ იქნეს გაგებული მკურნალობის საჭიროება.

ქირურგიული ჩარევა

გინეკო-ონკოლოგი პაციენტთან ერთად განიხილავს ქირურგიული ოპერაციის საკითხს. ქირურგიული ოპერაციის ტიპი დამოკიდებულია სიმსივნის ზომასა და საშვლოსნოს ყელიდან მის გავრცელებაზე.  საშვლოსნოს ყელის კიბოს ნებისმიერი დიდი ოპერაცია ჩატარებული უნდა იქნას კიბოს სპეციალიზებულ  ცენტრებში გინეკო-ონკოლოგის ან გინეკოლოგის მიერ, რომელსაც აქვს სპეციალიზაცია ონკოლოგიაში. ქირურგიული ჩარევა შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ხარისხის, დაწყებული ტრანსფორმირებული ზონის მარყუჟოვანი ამოკვეთით ან კონუსური ბიოფსიით, დამთავრებული უფრო რადიკალური ჩარევით, როგორიცაა ჰისტერექტომია (საშვლოსნოს ტანის და ყელის ამოკვეთა). ასევე შესაძლებელია ამოკვეთილი იქნას საკვერცხეები და ფალოპის მილები, მაგრამ სადაც კი შესაძლებელია, (განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებში) შენარჩუნებული უნდა იქნას, რადგან იწვევს ნაადრევ მენოპაუზას. ჰისტერექტომიის დროს ასევე ამოკვეთენ ხოლმე მენჯის ღრუს ლიმფურ კვანძებს. თუკი საკვერცხეების ამოკვეთა აუცილებელია, მენოპაუზის პრევენციისათვის პაციენტებს უტარებენ ჰორმონის ჩანაცვლებით თერაპიას.

რადიოთერაპია

საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს, ქიმიოთერაპია არ არის მკურნალობის ერთადერთი მეთოდი. იგი უხშირესად გამოიყენება რადიოთერაპიასთან ერთად, რათა გაიზარდოს რადიოთერაპიის ეფექტურობა. ქიმიოთერაპიასაშვილოსნოს ყელის კიბოს  უფრო სენსიტიურს ხდის რადიოთერაპიის მიმართ. ზოგჯერ ასეთ მკურნალობას ქიმიორადიოთერაპიასუწოდებენ. რადიოთერაპიული მკურნალობა გულისხმობს სიმსივნური უჯრედების დაშლას მაღალი ენერგიის სხივებით, თუმცა ამ დროს ზიანდება ნორმალური უჯრედებიც. საშვილოსნოს ყელის კიბოს დროსრადიოთერაპია შესაძლებელია ჩატარდეს გარეგანი ან შინაგანი (ბრახითერაპია) მეთოდით, თუმცა უხშირესად იყენებენ ორივე მეთოდის კომბინაციას. ჩვეულებრივ, რადიოთერაპიას იყენებენ როცა კიბო გავრცელებულია საშვილოსნოს ყელის საზღვრებს გარეთ და მხოლოდ ქირურგიული მკურნალობა საკმარისი არ არის. რადიოთერაპია ასევე შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ქირურგიული ჩარევის შემდეგ სიმსივნის რეციდივების ასაცილებლად. უხშირესად ის გამოიყენება კომბინაციაში ქიმიოთერაპიასთან ერთად. სასურველია, რომ კლინიკურმა ონკოლოგმა მკურნალობის ყველა საკითხი განიხილოს პაციენტთან ერთად. რადიოთერაპიული მკურნალობის მაქსიმალური ეფექტურობით ჩასატარებლად უაღრესად მნიშვნელოვანია პროცესის სწორი დაგეგმვა. ის შეძლება მოიცავდეს პაციენტის რამდენიმე ვიზიტს. რადიოთერაპიული განყოფილებაში პირველი ვიზიტისას პაციენტს უტარებენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას და აწვენენ სიმულატორზე, რომელიც მიმართავს სხივებს სამკურნალოდ განსაზღვრული არეების მიმართულებით. მკურნალობა იგეგმება კლინიკური ონკოლოგის მიერ. პაციენტის კანზე კეთდება მარკირება (დროებითი ტატუების სახით), რათა რადიოგრაფიის სპეციალისტს (ვინც უშუალოდ ატარებს დასხივებას) მივანიშნოთ თუ საით უნდა მიმართოს სხივები. ჩვეულებრივ, ამბულატორიულ პაციენტებს უტარდებათ გარეგანი რადიოთერაპია სამუშაო დღეებში (ორშაბათი-პარასკევი) და შაბათ-კვირას ისვენებენ. ასეთი თერაპია უნდა ჩატარდეს ჰოსპიტალური ტიპის რადიოთერაპიულ დეპარტამენტში. მაღალი ენერგიის სხივები სპეციალური მოწყობილობიდან მიემართებიან სიმსივნური არესაკენ. პროცედურების რაოდენობა დამოკიდებულია სიმსივნის ტიპსა და ზომაზე, თუმცა მკურნალობის კურსი შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ რამდენიმე კვირა. ქიმიოთერაპია ტარდება კვირაში ერთხელ მკურნალობის მთელი კურსის მანძილზე. მკურნალობის კურსის და შესაძლო გვერდითი ეფექტების განხილვა უნდა მოხდეს კონსულტანტთან და რადიოგრაფიის სპეციალისტთან ერთად.

რადიოთერაპიის თითოეულ სეანსზე, რადიოგრაფიის სპეციალისტმა პაციენტი კომფორტულად უნდა მოათავსოს ტახტზე. სეანსის დროს საჭიროა უძრავად პოზის შენარჩუნება. ამისათვის რადიოგრაფიის სპეციალისტმა პაციენტს მუხლქვეშ უნდა ამოუდოს მუთაქა კომფორტული მდგომარეობის შესაქმნელად.  ჩვეულებრივ, რადიოთერაპიის სეანსი სულ რამდენიმე წუთი გრძელდება, რა დროსაც პაციენტი ოთახში მარტოა. პაციენტს შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, მოუხმოს რადიოგრაფიის სპეციალისტს, რომელიც სეანსის დროს იმყოფება გვერდით ოთახში. გარეგანი რადიოთერაპია უმტკივნეულო პროცედურაა, მაგრამ საჭიროა პაციენტის გაუნძრევლად ყოფნა მკურნალობის პროცესში. ამ დროს სპეციალური მოწყობილობა მოძრაობს პაციენტის გარშემო, მაგრამ არ ეხება მას. რადიოთერაპიული მკურნალობა არ იწვევს პაციენტის რადიოაქტიურ დაბინძურებას და მკურნალობის შემდეგ იგი აბსოლუტურად უვნებელია გარშემომყოფთათვის. მკურნალობის მთელ პერიოდში პაციენტმა უნდა მიიღოს უხვი რაოდენობით წყალი და განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს მასზედ, რომ ყოველი პროცედურის დროს შარდის ბუშტი აქვს სავსე, რამდენადაც ეს იცავს შარდის ბუშტს.

 

ბრაქითერაპია

ბრაქითერაპიის დროს, პაციენტს  ეძლევა რადიოთერაპიული კონტროლირებადი დოზა  პირდაპირ საშვილოსნოს ყელსა და მიმდებარე  ტერიტორიებზე. ზოგადი საანესთეზიო საშუალებების დახმარებით, მილები თავსდება საშოსა და საშვილოსნოს ყელის არეში,  სიმსივნურ არეზე. მილებიდან რადიაციული სხივები სიმსივნეზე ვრცელდება. ზოგჯერ აუცილებელი ხდება ამ ადგილების სკანირებაც. ზოგჯერ პაციენტს მოუწევს პალატაში დაბრუნება. პაციენტი ამ დროს საწოლში  უნდა დარჩეს.ექთნების დახმარებით, ორგანიზმიდან იდევნება ე.წ რადიოაქტიური ბურთები, პროცესი არასასიამოვნია, ამრიგად შესაძლოა გამოყენებულ იქნას  ტკივილგამაყუჩებლები. მკურნალობის დასრულებისთანავე ექიმი ან ექთანი  ათავისუფლებს პაციენტს მილებისგან, ამ დროს რიგ შემთხვევებში,მდგომარების შემსუბუქების მიზნით,  გამოიყენება აიროვანი რელაქსანტები.

მკურნალობისას რადიოთერაპიული აქტივობიდან გამომდინარე, არ შეიძლება პროცედურაზეგარეშე პირების დასწრება, შესაძლოაპაციენტმა თავი იზოლირებულად და შეშინებულად იგრძნოს იზოლაციაში ყოფნის დროს, ასევე, შეგიძლიათ წაიღოთ  საკითხავი მასალა ან რაიმე მსგავსი. მნიშვნელოვანია, რომ  მილები დარჩეს თავის ადგილას. მას შემდეგ, რაც ისინი  მოიხსნება, რადიოაქტივობა ქრება, თქვენ კი  სრულიად უსაფრთხო ხდებით სხვა ადამიანებისთის.

 

ქიმიოთერაპია

ქიმიოთერაპიისას სიმსივნური უჯრედების განადგურების მიზნით, გამოიყენება ციტოტოქსიკური  ნივთიერებები.  არსებობს რამდენიმე ქიმიოთერაპიული პრეპარატი,  რომელიც გამოიყენება საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობის მიზნით. ყველაზე გავრცელებული ცისპლატინაა, რომლის მიცემა შესაძლოა  სხვა  ქიმიოთერაპიულ პრეპარატებთან ერთად, ინტრავენურად.

ქიმიოთერაპიას ზოგჯერ   ოპერაციამდე  ან სხივური თერაპიამდე მიმართავენ, კიბოს ზომაში შემცირებისა და  მკურნალობის ეფექტის გაზრდის მიზნით. ამ შემთხვევაში, მას ადიუვანტური ქიმიოთერაპია ეწოდება.

ქიმიოთერაპიას ასევე მიმართავენ მდგომარეობის გაუარესების და რეციდის შემთხვევაში, ამდროს მიდგომა თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალურია. თერაპიის მიზანია შეამციროს სიმსივნური უჯრედები, მოხსნას სიმპტომები და ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესოს. ამ შემთხევევაში გამოიყენება ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა ცისპლატინი, ტოპოტეკანი, კარბოპლატინი და პაკლიტაქსელი. ყოველთვის საჭიროა, ქიმიოთერაპიის ტიპისა და გვერდითი მოვლენების მიმოხლვა შესაბამის  სპეციალისტთან.

 

References

  1. Canfell K et al., 2004. The predicted effect of changes in cervical screening practice in the UK: results from a modelling study. British Journal of Cancer 91(3), 530-6.
  2. Sasieni P et al., 2009. Effectiveness of cervical screening with age: population based case-control study of prospectively recorded data. British Medical Journal 339, 2968.
  3. Winter RL et al., 2003. Genital human papillomavirus infection: incidence and risk factors in a cohort of female university students. American Journal of Epidemiology, 157 (3), 218–226.
  4. Giulano AR et al., 2008. Epidemiology of human papillomavirus infection in men, cancers other than cervical and benign conditions. Vaccine 26 (10), K17–K28.
  5. Cancer Research UK. Cervical cancer risk factors.http://www.cancerresearchuk.org/cancer-info/cancerstats/types/cervix/ris.... Accessed: 19.05.2015.