ინფორმაცია ზიკა ვირუსის შესახებ

ზიკა ვირუსის გავრცელება ხორცილდება კოღოს ნაკბენით. ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებად ითვლება ცხელება, გამონაყარი, ტკივილი სახსრებში და კონიუნქტივიტი. დაავადებას ხშირ შემთხვევაში მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს და გრძელდება რამდენიმე დღიდან  ერთ კვირამდე. მძიმე კლინიკური სიმპტომატიკით დაავადების მიმდინარეობა და შესაბამისად ჰოსპიტალიზაციაც იშვიათია.

2015 წლის მაისში, ამერიკის ჯანმრთელობის ორგანიზაციამ (Pan American Health Organization (PAHO)) გამოაცხადა განგაში, ზიკას ვირუსით გამოწვეულ დადასტურებულ პირველ შემთხვევასთან დაკავშირებით ბრაზილიაში. ეპიდაფეთქება ბრაზილიაში ხასიათდებოდა გიენ-ბარეს სინდრომის, ახალშობილთა თანდაყოლილი დეფექტებისა და ორსულობის არასასურველი გამოსავლის შემთხვევათა მატებით.  

საპასუხოდ, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოაცხადა საგანგებო სიტუაცია მოგზაურთათვის. კერძოდ, პირებისათვის რომლებიც მოგზაურობენ იმ რეგიონებსა და ქვეყნებში სადაც ცირკულირებს ზიკა ვირუსი.

 

სად გვხვდება ზიკა ვირუსი? 

  • ზიკა ვირუსის ეპიდაფეთქებები  2015 წლამდე ფიქსირდებოდა აფრიკაში, სამხრეთ აზიასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე. 
  • 2015 წლის მაისის თვეში,  ამერიკის ჯანმრთელობის ორგანიზაციამ (PAHO) გამოაცხადა განგაში პირველ, დადასტურებულ შემთხვევასთან დაკავშირებით, ბრაზილიაში.
  • ამჟამად, ეპიდაფეთქებები ფიქსირდება მრავალ ქვეყანაში. 
  • ზიკა ვირუსი აგრძელებს გავრცელებას და ვარაუდობენ რომ, საკმაოდ რთული იქნება დროის მიხედვით მისი გავრცელების ტენდენციის განსაზღვრა 
  • ადამიანებში ზიკა ვირუსის გადაცემა  ხდება ინფიცირებული Aedes  სახეობის კოღოს ნაკბენით. ამ სახეობას ასევე გადააქვს დენგეს და ჩიკუნგუნიას ვირუსები.  
  • Aedes  სახეობის კოღო ძირითადად მრავლდება ადამიანის მიერ შექმნილ ისეთ კონტეინერებსა და სათავსოებში სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდება წყლის დაგროვება (სათლი, ყვავილის ქოთანი). ისინი დღის აგრესიულ მკბენარებს წარმადგენენ. ისინი უპირატესად ადამიანებს კბენენ და მათ შორიახლოს ბინადრობენ. 
  • კოღოებისათვის ინფიცირების წყაროს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი, ამრიგად შემდგომ უკვე ინფიცირებულ კოღოს შეუძლია დაავადების გავრცელება ადამიანთა შორის კბენით.

დედიდან შვილზე ვირუსის გადაცემა იშვიათია 

  • მშობიარობის წინ ინფიცირებულ დედას, შეუძლია გადასცეს ვირუსი ახალშობილს მშობიარობისას, თუმცა ეს ძალზედ იშვიათი მოვლენაა.
  • შესაძლებელია ვირუსის გადაცემა დედიდან ნაყოფზე ხდებოდეს ორსულობის პერიოდში. მიმდინარეობს გადაცემის ამ მექანიზმის შესწავლა.
  • დღემდე არ დაფიქსირებულა ძუძუთი კვებით ვირუსის გადაცემის ფაქტი. ძუძუთი კვების სარგებლიანობიდან გამომდინარე, ზიკა ვირუსის გავრცელების არეალში ინფიცირებულ დედებსაც კი ურჩევენ ბავშვის ძუძუთი კვებას.

ვირუსის გავრცელება შესაძლებელია ინფიცირებული სისხლით ან სქესობრივი კონტაქტით 

დაფიქსირებულია სისხლის ტრანსფუზიითა და სქესობრივი კონტაქტით ვირუსის გადაცემის ერთი შესაძლო შემთხვევა. 

პრევენცია

  • ზიკა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.
  • ინფიცირების პრევენცია შესაძლებელია კოღოების კბენისგან თავდაცვით.
  • ზიკა ვირუსის გამავრცელებელი კოღოები ძირითადად იკბინებიან დღისით.
  • კოღოები რომლებიც ავრცელებენ ზიკას, ასევე ავრცელებენ დენგეს და ჩიკუნგუნიას ვირუსებს.
  • ზიკა ვირუსის გავრცელების არეალში მოგზაურობისას, მიმართეთ შემდეგ ღონისძიებებს: 
  • გამოიყენეთ მწერთა რეპელენტები.
  • სწორად გამოყენების შემთხვევაში, მწერთა რეპელენტი წარმოადგენს ეფექტურ და უსაფრთხო საშუალებას ყველასათვის, ორსულთა ჩათვლით.
  • რეპელენტთა უმრავლესობა შიძლება გამოყენებულ იქნეს ბავშვებშიც. არ გამოიყენოთ ლიმნის ევკალიპტის ზეთი სამ წელზე უმცროს ასაკში. 
  • რეპელენტების გამოყენებისას გაეცანით თანმხლებ ინსტრუქციას.
  • ამინდის გათვალისწინებით, სასურველია გრძელტოტებიანი ტანისამოსის ხმარება.
  • გამოიყენეთ კონდიციონერი, ფანჯრების დახურულ მდომარეობაში შესანარჩნებლად; გამოიყენეთ ფანჯრის და  საწოლის ბადეები.
  • სახლსა და სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კოღოების რაოდენობის მაქსიმალური შემცირების მიზნით, წყლის შესანახი კონტეინერები იქონიეთ თავდახურულ მდგომარეობაში ან დაცალეთ და გაწმინდეთ.

 

თუ ავად ხარ ზიკა ვირუსით - დაიცავი სხვა ინფიცირებისაგან !

  • ზიკა ვირუსი შესაძლებელია ცირკულირებდეს ადამიანის სისხლში დაავადების პირველ კვირაში. ამ პერიოდში, კოღოსგან დაკბენისას ხდება ვირუსის გადასვლა კოღოს ორგანიზმში. შემდგომ ასეთი კოღო დაავადების გამომწვევს ავრცელებს  ჯანმრთელ პირებში.
  • ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალურად აარიდეთ თავი კოღოებისგან დაკბენას დაავადების პირველი კვირის განმავლობაში.

 

სიმპტომები დიაგნოსტიკა და მკურნალობა

სიმპტომები

  • ზიკა ვირუსით 5 ინფიცირებულიდან, 1 ხდება ავად.
  • ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებად გვევლინება ცხელება, გამონაყარი, სახრების ტკვილი, კონიუნტქტივიტი.
  • დაავადება ხასიათდება მსუბუქი მიმდინარეობით და რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე ხანგრძლივობით.
  • ინფიცირებული ადამიანის სისხლში ზიკა ვირუსი ვლინდება რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა შესაძლოა გამოვლინდეს უფრო ხანგრძლივი დროის შემდეგაც.
  • მძიმე კლინიკური სიმპტომატიკით დაავადების მიმდინარეობა და შესაბამისად ჰოსპიტალიზაციაც იშვიათია.
  • ლეტალობა არ ახასიათებს.

დიაგნოზი

  • დაავადება კლინიკური სურათით ჰგავს სხვა ფლავივირუსებით გამოწვეულ დაავადებებს (დენგე და ყვითელი ცხელება). ამ დაავადებათა გამავრცელებლად ერთი და იგივე სახეობის კოღოები გვევლინებიან.
  • მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ზემოხსენებული სიმპტომატიკა და ახლო წარსულში იმოგზაურთ ზიკა ვირუსის გავრცელების არეალში.
  • სამედიცინო მომსახურების მომწოდებელმა,ზუსტი დიაგნოზის დასადგენად შესაძლოა ჩაგიტაროთ სისხლის გამოკვლევა. 

მკურნალობა

  • პრევენციისათვის ვაქცინა ან სპეციფიკური მედიკამენტი არ არსებობს.
  • მიმართეთ სიმპტომურ მკურნალობას:
  • რეკომენდებულია წოლითი რეჯიმი.
  • გაუწყლოვნების პრევენციისათვის მიიღეთ ბევრი სითხე.
  • მიიღეთ სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები.
  • არ მიიღოთ ასპირინი და სხვა არასტეროიდული, ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები, მანამ სანამ არ მოხდება სისხლის გამოკვლევით დენგეს გამორიცხვა, სისხლდენის რისკის თავიდან ასაცილებლად.

 

წყარო: http://www.cdc.gov/zika/