დროებითი რეკომენდაციები მოგზაურთათვის ზიკა ვირუსთან დაკავშირებით მსოფლიოს 14 ქვეყანაში: (ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ასევე კარიბის აუზი)

რეკომენდაციები მოგზაურთათვის ვრცელდება იმ ქვეყნებისთვის, სადაც დაფიქსირებულია და გრძელდება ზიკა ვირუსის გავრცელება. ამ ქვეყნების ჩამონათვალშია: ბრაზილია, კოლუმბია, ფრანგული გვინეა, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარტინიკი, მექსიკა, პანამა, პარაგვაი, სურინემი, ვენესუელა, პუერტო რიკო.

რეკომენდაციები უკავშირდება, ბრაზილიაში დაფიქსირებულ მიკროენცეფალიებსა  და სხვა არასასურველ  სამშობიარო გამოსავალებს, იმ ახალშობილებში, რომელთა დედებიც ინფიცირებულნი იყვნენ ზიკა  ვირუსით ორსულობისას. თუმცა ამ კავშირის დასადგენად საჭიროა დამატებითი კვლევები, დაგეგმილია დამატებითი სწავლებები  ზიკა ვირუსით ინფიცირებულ ორსულობასთან დაკავშირებულ რისკებზე.

სანამ უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი, სასურველია გათვალისწინებული იქნას სპეციალური რეკომენდაციები, იმ ქალთათვის, რომლებიც არიან ორსულად  ან გეგმავენ ორსულებას.

  • ორსულობის ნებისმიერ ტრიმესტრში, უნდა მოხდეს მოგზაურობის გადადება იმ ქვეყნებში სადაც დაფიქსირებულია ვირუსის გავრცელება.
  • იმ ორსულებმა  ვისთვისაც სავალდებულოა ჩამოთვლილ ქვეყნებში მოგზაურობა, უნდა  მიმართონ ექიმს ან ჯანმრთელობის მომსახურების სხვა მიმწოდებელს, რომელიც მიაწვდის მკაცრ რომენდაციას მოგზაურობისას კოღოს ნაკბენისგან თავის დაცვის შესახებ.
  • ასევე იმ ქალებმა, რომლებიც გეგმავენ ორსულობასა და მოგზაურობას, სასურველია მიიღონ რეკომენდაცია ექიმისგან, კოღოს ნაკბენისგან  თავის დაცვის შესახებ. 

ზიკა ვირუსის გავრცელების არეალის სპეციფიურობის გათვალისწინებით, რთულია დროული ინფორმაციის განახლება. თუმცა ნებისმიერი ახალი ინფორმაციის მიღებისას CDC სწრაფად მოახდენს ინფორმაციის გავრცელებას მოგზაურობასთან დაკავშირებით, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ CDC მოგზაურთა საიტზე.

დღესდღეისობით, პრევენციისთვის არ არსებობს ვაქცინა და ასევე რაიმე მედიკამენტი მკურნალობისთვი. ზიკაa ვირუსით ინფიცირებულთა შორის 4-5 ადამიანს შესაძლოა არ განუვითარდეთ ვისუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ზიკა ვირუსით გამოწვეული დაავადება უმეტესად მიმდინარეობს მსუბუქად და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

მოგზაურებს ეძლევათ მკაცრი რეკომენდაცია, რომ დაიცვან თავი კოღოს ნაკბენისგან.

  • ჩაიცვან გრძელმკლავიანი მაისურები, და გრძელი შარვლები.
  • გამოიყენონ EPA- რეგისტრირებული რეპელენტები, რომლებიც შეიცავენ: DEET, პიკარდინს, ლიმონ ევკალიპტის ზეთს (OLE), ან IR3535 .

რეპელენტი ყოველთვის გამოყენებული უნდა იქნას წესების მიხედვით.

  • რეპელენტები, რომლებიც შეიცავენ DEET, პიკარდინს და IR3535 უსაფრთხოა ორსულთათვის, მეძუძურთათვის და ბავშვებისთვის ორი თვის ზემოთ ასაკში, როდესაც გამოყენება მითითებულია პროდუქციის ეტიკეტზე.
  • ლიმონ ევკალიპტის ზეთის შემცველი პროდუქციის გამოყენება არ შეიძლება სამ წლამდე ასაკის ბავშვებში.
  • გამოიყენეთ რეპელენტებით დამუშავებული კარვები და ტანსაცმელი (ფეხსაცმელი, შარვალი, წინდები)
  • ღამის გასათევად ისარგებლეთ კონდიცირების მქონე ოთახებით.

იმ ნაბიჯების გარდა, რომელსაც დღესდღეობით ავრცელებს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ისინი დამატებით მუშობენ შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად, რომელიც დაკავშირებულია ზიკა ვისუსის გავრცელებასთან. ცენტრი აქტიურად მუშაობს ორსულთათვის რეკომენდაციების მიწოდებაზე, ახდენს ინფორმაციის გავრცელებას ექიმებისთვის და ჯანმრთელობის მომსახურების სხვა მიმწოდებელთათვის.

მუშაობა დაწყებულია  ზიკა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, ასევე ვითარდება დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალებები.

 

წყარო : http://www.cdc.gov/media/releases/2016/s0315-zika-virus-travel.html