სეზონური გრიპი

 1. სეზონური გრიპი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც აადამიანიდან ადამიანზე  გადაეცემა ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან შეხებით. ხასიათდება როგორც მსუბუქი, ისე მძიმე მიმდინარეობით შესაძლოა ლეტალური გამოსავალიც. განსაკუთრებით მაღალი რისკის  ქვეშ იმყოფებიან- ორსულები, მოხუცები, ბავშვები, სუსტი იმუნური სისტემის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

 2. სეზონური გრიპი იწყება მწვავედ ტიპიური სიმპტომებით: ცხელებით >380C, თავის, კუნთების, სახსრების ტკივილით და ხველებით, სურდოთი. გართულებების გარეშე მიმდინარეობისას 1-4 დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურა ნორმალიზდება.

გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე

  1. მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს ან გამოიყენე ერთჯერადი ნიღაბი და დარჩით სახლში!
  2. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და გამდინარე წყლით;
  3. რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი და დაალაგეთ სველი წესით;
  4. ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა მიმართეთ ექიმს!

გახსოვდეთ! თვითმკურნალობა ანტიბიოტიკებით თუ სხვა პრეპარატებით  კატეგორიულად მიუღებელია! 

 3. სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ: სამ დღეზე მეტხანს გახანგრძლივებული მაღალი ცხელება >380C, სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია (ღრმა ძილის მსგავსი პათოლოგიური მდგომარეობა), ჩვილ ბავშვებში - ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა.

შესაძლოა, თქვენ გესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა!