გრიპი - რეგულარული პრევენციული ღონისძიებები

თითოეულ ჩვენთაგანს ყოველდღიური პრევენციული ღონისძიებების გატარებით შეუძლია დაიცვას თავი და  შეამციროს სეზონური გრიპისა და გრიპის მაგვარი სხვა რესპირატორული ვირუსული დაავადებების გავრცელების რისკი.  

გავიხსენოთ, როგორ ვრცელდება გრიპის (და არა მარტო გრიპის) ვირუსი?

  • ინფიცირებული ადამიანი  ხველების და ცემინების დროს, თუ ხელსახოცით არ იფარვს სახეს,  გარემოში უხვად გამოყოფს („აფრქვევს“) ვირუსებს.  
  • ინფიცირებული  ადამიანი დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე 1 დღით ადრე და დაავადებიდან 5-7 დღის მანძილზე გამოყოფს მათ გარემოში. ეს კი ნიშნავს, რომ ინფიცირებულს  შეუძლია ვირუსის გავრცელება ჯერ კიდევ მანამ სანამ გაიგებს, რომ ინფიცირებულია.   

ამიტომ:

პირველი და მნიშვნელოვანი:  მოსალოდნელი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია,  რომელიც სასურველია ოქტომბერის თვეში ჩატარდეს.

მეორე: თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს  გრიპის ვირუსით დაავადების სიმპტომები დაგეწყოთ, თუნდაც ტემპერატურის მატების გარეშე,  თუ რაიმე გადაუდებელი საქმე არ გაქვთ (მაგ: სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტი...) დარჩით სახლში, ყოველშემთხვევაში მინიმუმ 24 საათის მანძილზე. ეს იმიტომ, რომ თქვენ, როგორც უკვე ინფიცირებულმა, შეზღუდოთ კონტაქტი ან გამოიყენეთ ერთჯერადი პირბადე სხვა ადამიანებთან რათა ისინიც არ დაავადოთ.

მესამე: ცემინების ან ხველების დროს აიფარეთ ერთჯერადი ხელსახოცი, რომელსაც ხმარების შემდეგ სანაგვე ყუთში ჩააგდებთ და დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით. თუ ეს ყველაფერი მიუწვდომელია შეეცადეთ ყოველთვის იქონიოთ სველი ხელსახოცი.

მეოთხე:   დაუბანელი/გაუწმენდავი ხელებით არ შეეხოთ თვალებს, ცხვირს და პირის ღრუს, ვირუსი სწორედ ამ გზების საშუალებით ვრცელდება.

მეხუთე: ხშირად ანიავეთ საცხოვრებელი სახლი და გაწმინდეთ სველი წესით ყოველდღიური მოხმარების საგნების ზედაპირები.

გრიპის სეზონის დროს, სასურველია   გაითვალისწინოთ ჯანდაცვის სპეციალისტების  ყველა რჩევა-დარიგება.

 

 ვირუსის გავრცელების რისკის  შესამცირებლად რა დამატებითი ღონისძიებები შეგიძლიათ გაატაროთ სამუშაო ადგილებზე?  

პირველი: რეგულარულად,  სველი  წესით გაწმინდეთ ხშირად შეხებადი საგნების ზედაპირები, მაგალითად: კარის სახელურები, კლავიატურა, ტელეფინო და სხვა.

მეორე:  დარწმუნდით, რომ სამსახურში საკმარისად გაქვთ საპონი, ქაღადის ერთჯერადი ხელსახოცები ხელების გასამშრალებლად და სველი წესით საგნების ზედაპირების გადასაწმენდად.

მესამე: სამსახურში მოძებნეთ და მოამზადეთ თქვენი შემცვლელი, რომ თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი ავად გახდებით, თქვენი სამუშაოს შესრულება შეძლოს სხვამ, რათა  სახლში დარჩეთ.

მეოთხე: სამუშაო ადგილზე თავს თუ შეუძლოთ იგრძნობთ შეეცადეთ რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეთ სახლში.

 

კიდევ რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი შვილების სეზონური გრიპისა და სხვა გრიპისმაგვარი რესპირატორული დაავადებებისაგან დასაცავად?  

პირველი:  დარწმუნდით, სასწავლო დაწესებულებაში სადაც თქვენი შვილი სწავლობს რეგულარულად სველი წესით იწმინდება ხშირად შეხებადი საგნების ზედაპირები (კარის სახელურები, სასწავლო მერხები, სკამები და სხვა...), რეგულარულად ნიავდება სასწავლო ოთახები და სველ წერტილებში საკმარისად არის საპონი და წყალი ხელების დასაბანად, ქაღალდის ხელსახოცი კი ხელების გასამშრალებლად.

მეორე:  გაარკვიეთ,  როგორ აცალკევებენ ავადმყოფ მოსწავლეებს და თანამშრომლებს დანარჩენებისაგან და როგორ ზრუნავენ მათზე სანამ სახლში გაუშვებენ.

 

გახსოვდეთ:  რეგულარული პრევენციული ღონისძიებების  შესრულებას შეუძლია შეამციროს არა მარტო სეზონური გრიპის, არამედ სხვა კიდევ მრავალი დაავადების გამომწვევი მიკრობის გავრცელების რისკი.  

 

მომზადდა:

http://www.cdc.gov/flu/pdf/freeresources/updated/everyday_preventive.pdf-მიხედვით