ქრონიკული დაავადებები და ცხოვრების ჯანსაღი წესი

მსოფლიოში, ყოველწლიურად, 38 მილიონი ადამიანი იღუპება ისეთი არაგადამდები დაავადებებით, როგორიცაა დიაბეტი, ჰიპერტენზია, სიმსუქნე/ჭარბწონიანობა...

არაჯანსაღი კვება, არარეგულარული ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის ჭარბი ოდენობით მიღება და თამაქოს მოხმარება ამ დაავადებების ყველაზე ხშირი ქცევითი რისკ-ფაქტორებია.

შაქრიანი დიაბეტი

დიაბეტი – ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანის კუჭქვეშა ჯირკვალი (პანკრეასი) ვერ გამოიმუშავებს ან ვერ ახერხებს ინსულინის ეფექტურ მოხმარებას. შესაბამისად, სისხლში იმატებს გლუკოზის დონე და ვითარდება ჰიპერგლიკემია (დიაბეტიტიპი 2).

რატომაა საშიში დიაბეტი

დაგვიანებული დიაგნოსტირების შემთხვევაში დიაბეტი ჯანმრთელობის ბევრი შეუქცევადი პრობლემის და ისეთი გართულებების მიზეზია, როგორიცაა:

  • თირკმლის უკმარისობა
  • რეტინოპათია (თვალის დაზიანება), რომელიც ხშირად  20  და მეტი ასაკის პირებში სიბრმავით რთულდება
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და ინფარქტი
  • ნეიროპათია (ნერვული სისტემის დაზიანება), რომელიც იმპოტენციით და დიაბეტური ტერფის სინდრომით რთულდება
  • ორსულობის გართულებები, როგორიცაა სამშობიარო დეფექტები, სპონტანური აბორტი და დიდი ნაყოფი...

დამტკიცებულია, რომ

•  დაბალი ფიზიკური აქტივობა და მასთან დაკავშირებული წონის პრობლემები დიაბეტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია

•  ადამიანებში, რომლებიც დღეში დაახლოებით 20 ღერ სიგარეტს ეწევიან 61%-ით მაღალია დიაბეტის განვითარების რისკი.[i] [ii]  [iii] [iv]

•  არაჯანსაღი კვება (ცხიმებით, შაქრით მდიდარი საკვები) და ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით (≥20 გ/დღეში) მიღება პირდაპირკავშირშია დიაბეტის გაზრდილ რისკთან.[v]

შენ შეგიძლია შეცვალო!

გაითვალისწინე რეკომენდაციები ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ - თავიდან აიცილე დიაბეტი და მასთან დაკავშირებული გართულებები:

  • უარი თქვი თამბაქოზე: მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თამბაქოს მოხმარება იწვევს ცენტრალურ სიმსუქნეს (წელის არეში ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი დაგროვება)- ეს კი დიაბეტის ერთ-ერთი მიზეზია.[vi] ამიტომ, თამბაქოზე უარის თქმა მნიშვნელოვნად ამცირებს დიაბეტის და/ან მასთან დაკავშირებული გართულებების რისკს. (შედარებისთვის, ყოფილ მწეველებში დიაბეტის განვითრების რისკი 61%-დან 29%-მდე ქვეითდება).
  • გახდი ფიზიკურად აქტიური და აკონტროლე წონა (ფიზიკური აქტივობა ყველა ის მოძრაობაა, რაც ჩონჩხის კუნთებით ხორციელდება და ენერგიის ხარჯვას მოითხოვს, მაგალითად სიარული, ველოსიპედით სეირნობა, ცეკვა, მუშაობა სახლში...): რეგულარული ფიზიკური აქტივობა (კვირაში 150 წთ) არამარტო ხელს უწყობს ნორმალური წონის შენარჩუნებას, არამედ არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.
  • უპირატესობა მიანიჭე ჯანსაღ კვებას: ჯანსაღია ისეთი საკვები, რომელიც ორგანიზმს ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ნივთიერებებით უზრუნველყოფს და შეესაბამება ორგანიზმის მოთხოვნილებას ენერგიაზე, ამავე დროს სხეულს უნარჩუნებს ოპტიმალურ წონას. ნახშირწყლებით მდიდარი საკვები – ცომეული და ტკბილეული – ადვილად კლავს შიმშილს, მაგრამ ასეთი საკვები ნაკლებად სასარგებლოა; შესაბამისად, რაციონში შაქრისა და გაჯერებული ცხიმების შეზღუდვა და მეტი ხილის, ბოსტნეულის და სრულმარცვლოვანი პროდუქტების ჩართვა არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს და დადებითად მოქმედებს  ჯანსაღი წონის შენარჩუნებაზე .[vii]
  • შეზღუდე ალკოჰოლური სასმელებს მიღება!

ეს უნდა იცოდე! ჭარბი წონის შემთხვევაში წონის 7-10%-ით შემცირებაც კი ანახევრებს დიაბეტი 2 განვითარების რისკს.

 

ჰიპერტენზია

ჰიპერტენზია ქრონიკული მდგომარეობაა, რომლის დროსაც სისხლის წნევის ციფრები 140/90 მმ/ვწყ.სვ. და მეტ მაჩვენებლამდე იმატებს.

რატომაა საშიში ჰიპერტენზია?

  • ჰიპერტენზიისადმი არასწორმა მიდგომამ  დროთა განმავლობაში შეიძლება დააზიანოს სისხლის მიმოქცევისა და ნერვული სისტემები, თვალი, გული, თირკმელები
  • ჰიპერტენზიის დაგვიანებული დიაგნოსტიკა და/ან არაადეკვატური მკურნალობა ხშირად ჯანმრთელობის ბევრი შეუქცევადი პრობლემის და  გართულების, მაგალითად როგორიცაა ინსულტი, ინფარქტი და არცთუიშვიათად სიკვდილის მიზეზი ხდება
  • საქართველოში ყოველი ათი გარდაცვლილიდან, ხუთის გარდაცვალება სწორედ რომ  ჰიპერტენზიას უკავშირდება

დამტკიცებულია, რომ

•  მოწეული სიგარეტის თითოეული ღერი მნიშვნელოვნად მოქმედებს წნევის ცვლილებაზე (მაგ, ნორმალური წნევის მქონე ადამიანებშიც კი  დღის განმავლობაში პირველი მოწეული  ღერი სისხლის წნევას 20 მმ/ვწყ.სვ.ით ზრდის).[viii]  [ix]  [x]

•  დაბალი ფიზიკური აქტივობა  ჰიპერტენზიის განვითარების რისკს 30-50%-ით  ზრდის.[xi]

•  ადამიანებში, რომლებიც ალკოჰოლის ჭარბ დოზას ღებულობენ  1.5-2-ჯერ მაღალია ჰიპრეტენზიის განვითარების რისკი.[xii]

•  არაჯანსაღი კვება და მარილის ჭარბი რაოდენობით მიღება პირდაპირკავშირშია სისხლის წნევის მაღალ მაჩვენებლებთან.

 

შენ შეგიძლია შეცვალო!

გაითვალისწინე რეკომენდაციები ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ - თავიდან აიცილე ჰიპერტენზია და მასთან დაკავშირებული გართულებები:

  • უარი თქვი თამბაქოზე: თამბაქოზე უარის თქმიდან 2 საათში სისხლის წნევა უბრუნდება ნორმას, 2 წელიწადში კარდიოვასკულური დაავადებების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება და დროთა განმავლობაში უახლოვდება არამწეველებში ამავე დაავადებების რისკს.
  • გახდი ფიზიკურად აქტიური და აკონტროლე წონა: ფიზიკური აქტივობა  4-6 მმ/ვწყ.სვ-ით, ხოლო სხეულის მასის ნორმალიზება - 5-20 მმ/ვწყ.სვ-ით ამცირებს სისხლის წნევას.
  • უპირატესობა მიანიჭე ჯანსაღ კვებას: კვება DASH-ის (დიეტური მიდგომა ჰიპერტენზიის მკურნალობისათვის. მოიცავს შემდეგ მიდგომებს: მეტი ხილი, ბოსტნეული, სრულმარცვლოვანი პროდუქტები, თევზი და თხილეული; ნაკლები ცხიმებით, შაქრით და მარილით გაჯერებული საკვები და წითელი ხორცი.[xiii]) დიეტის მიხედვით    8-14 მმ/ვწყ.სვ -ით ამცირებს სისხლის წნევას.
  • შეზღუდე საკვებში სუფრის მარილის რაოდენობა: მარილის შეზღუდვა არტერიული წნევის    2-8 მმ/ვ.წყ.სვ-ით შემცირებას იწვევს. 
  • შეზღუდე ალკოჰოლური სასმელი: ალკოჰოლის მიღების შეზღუდვა სისხლის წნევას  2-4 მმ/ვწყ. სვ-ით ამცირებს .

ეს უნდა იცოდე! არტერიული წნევის 5 მმ-ით დაქვეითება ინსულტით გარდაცვალების რისკს 14%-ითამცირებს.

 

სიმსუქნე

სიმსუქნე ქრონიკული მდგომარეობაა, რომლის დროსაც ორგანიზმში  ცხიმოვანი ქსოვილი ჭარბი ოდენობით  ლაგდება. ის არა მარტო ესთეტიკურ პრობლემას, არამედ ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოდგენს.

დამტკიცებულია, რომ

ü  სიმსუქნე მნიშვნელოვნად ზრდის გულის იშემიური დაავადებების და აორმაგებს ჰიპერტენზიის განვითარების რისკს.[xiv]

ü  სიმსუქნე და ჭარბწონიანობა 20-40-ჯერ ზრდის შაქრიანი დიაბეტის განვითარების ალბათობას.[xv]

ü  ჭარბწონიანებში 80%-ით მაღალია სხვადასხვა სახის სიმსივნის განვითარების ალბათობა[xvi](მაგ, ძუძუს კიბოს 7-15% და ნაწლავების კიბოს 11-14% დაკავშირებულია სისმუქნესთან[xvii]).

შენშეგიძლიაშეცვალო!

გაითვალისწინერეკომენდაციებიცხოვრებისჯანსაღიწესისშესახებ - თავიდანაიცილეჭარბიწონადამასთანდაკავშირებულიგართულებები:

  • უარითქვითამბაქოზე: როგორც უკვე ავღნიშნეთ, თამბაქოს მოხმარება  სიმსუქნის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია. ეს კი  თავის მხრივ მნიშვნელოვნად ზრდის  დიაბეტის და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების შანსს, რომ არაფერი ვთქვათ თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე (იხ. „თამბაქო”- თეონა დაწერს).
  • გახდი ფიზიკურად აქტიური და აკონტროლე წონა: დღე-ღამეში 1440 წუთია. ფიზიკური აქტივობისთვის კი საკმარისია მხოლოდ 30 წუთი. რეგულარული ფიზიკური აქტივობა კი მნიშვნელოვნად ამცირებს სხეულში ცხიმის ჩალაგების რისკს და წელის გარშემოწერილობას[xviii]  უპირატესობამიანიჭეჯანსაღკვებას:კვლევებმა დაადასტურეს, რომ ადამიანებში, რომელთა ყოველდღიურ რაციონში ჩართულია  სრულმარცვლოვანი პროდუქტები, ბოსტნეული და ხილი, ნაკლებად აწუხებთ სხეულის ჭარბი წონა და მასთან დაკავშირებული პრობლემები. [xix]   [xx]
  • შეზღუდეალკოჰოლურისასმელი: ადამიანები, რომლებიც ჭარბად მოიხმარენ ალკოჰოლურ სასმელებს 46%-ით მაღალია სიმსუქნის და მასთან დაკავშირებული რისკების ალბათობა.[xxi].......................................

ეს უნდა იცოდე! დღეში 30 წთ ფეხით სიარულიც კი   სხეულის მასის ინდექსს 0.1-0.2 კგ/მ2-ით ამცირებს.[xxii]

 

 



[i] http://jama.jamanetwork.com/article.aspx?articleid=209729

[ii] http://www.cdc.gov/tobacco/campaign/tips/diseases/diabetes.html

[iii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18073361?dopt=Abstract&holding=npg

[iv] http://www.nature.com/aps/journal/v30/n6/full/aps200949a.html#bib11

[v]http://care.diabetesjournals.org/content/26/10/2785.full

[vi] [vi]

[vii] http://www.nhs.uk/Conditions/Diabetes-type2/Pages/Living-with.aspx

[viii] file:///C:/Users/user/Downloads/Groppelli%20(1992)%20Persistent_blood_pressure_increase_induced_by.14.pdf

[ix] http://www.everydayhealth.com/hypertension/preventing/controllable-risk-factors.aspx

[x] http://www.uptodate.com/contents/smoking-and-hypertension/abstract/6?utdPopup=true

[xi] http://www.health.ny.gov/diseases/chronic/cvd.htm

[xii] http://www.medicinenet.com/script/main/art.asp?articlekey=20340

[xiii] http://www.medicalnewstoday.com/articles/254836.php

[xiv] https://providence.net/bariatrics/internal.php?page=obesity-facts

[xv] http://www.hsph.harvard.edu/nutritionsource/preventing-diabetes-full-story/#references

[xvi] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22898040

[xvii] http://www.cancerresearchuk.org/cancer-info/healthyliving/obesity-bodyweight-and-cancer/stats-evidence/body-weight-and-cancer-the-evidence

[xviii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24743931

[xix] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21696306

[xx] http://www.hsph.harvard.edu/obesity-prevention-source/obesity-causes/diet-and-weight/

[xxi] http://www2.potsdam.edu/alcohol/InTheNews/MedicalReports/GeneralHealth/1136909538.html

[xxii] http://www.sciencedirect.com/science/article/pii/S1570677X14000434