საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის პილოტური პროგრამის დანერგვა გურჯაანის მუნიციპალიტეტში 23.02.2016

2016 წლის 23 თებერვალს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ქ.გურჯაანში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის პილოტური პროგრამის დანერგვა გურჯაანის მუნიციპალიტეტში

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ა(ა)იპ ეროვნული სკრინინგ ცენტრის, ა(ა)იპ „კახეთი იონის“ და გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლებმა, გურჯაანის პჯდ სექტორის სამედიცინო პერსონალმა და სოფლის ექიმებმა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის „გლობალური კიბოს“ (GLOBOCAN) პროექტის შეფასებით 2012 წელს მსოფლიოში კიბოს 14.1 მლნ. ახალი და გარდაცვალების 8.2 მლნ.

საქართველოში 2015 წელს გამოვლინდა კიბოს 9073 ახალი შემთხვევა; ქალთა პოპულაციაში პირველ ადგილზეა ძუძუს კიბო - 1743 (32,8%) ახალი შემთხვევა; საშვილოსნოდ ყელის კიბო არის მე-4 ადგილზე, სულ დაფიქსირდა ახალი 299 შემთხვევა (5,8%);

კიბოს პრევენციულ ღონისძიებათა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სკრინინგს. პირველად სკრინინგული გამოკვლევები დაიწყო 2008 წელს ქ. თბილისში, ხოლო 2011 წლიდან ამოქმედდა „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია „კიბოს სკრინინგი“ და მოიცავს ოთხი ლოკალიზაციის - ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და მსხვილი ნაწლავის - კიბოს სკრინინგულ კლევებს მთელი ქვეყვის მასშტაბით.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ტარდება 25-60 წლის ქალებში 3 წლიანი ინტერვალით და მოიცავს: გინეკოლოგის კონსულტაციას, პაპ-ტესტის ჩატარებას, საჭიროების შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის კოლპოსკოპიურ და კოლპოსკოპიის დროს აღებული მასალის მორფოლოგიურ კვლევებს. 2015 წელს გამოკვლეული იქნა 25005 ქალი;

2011-15 წლებში საშვილოსნოს ყელის სკრინინგში მიზნობრივი პოპულაციის ქალების ჩართულობა (მოცვის მაჩვენებელი) გაიზარდა 2.4%-დან 10,9%-მდე. თუმცა ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია ევროპის ქვეყნების მაჩვენებელზე (საშუალოდ 50-70%-ია), სადაც ძირითადად დანერგილია მოსახლეობის ორგანიზებული სკრინინგი. კარგად ორგანიზებული Pap-ტესტირება-ზე დაფუძნებული სკრინინგული კვლევებით, პათოლოგიური Pap-ტესტის მქონეთა მეთვალყურეობითა და მკურნალობის შესაბამისი მექანიზმებით, შესაძლებელია მივაღწიოთ საშვილოსნოს ყელის კიბოს ინციდენტობისა და სიკვდილიანობის შემცირებას 80%-ით.

ვინაიდან ჩატარებული სკრინინგული კვლევების ეფექტურობა ქვეყნისთვის მოცვის მაღალი მაჩვენებლებით განისაზღვრება, ამიტომ გაეროს მოსახლეობის ფონდისა და საერთაშორისო ექპერტების რეკომენდაციით 2014 წლიდან დაიგეგმა ორგანიზებული სკრინინგის ელემენტების დანერგვა პილოტურად საქართველოს ერთ-ერთ რაიონში. ამისათვის შეირჩა გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სადაც ფუნქციონირებს „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მომწოდებელი ქვეკონტრაქტორი დაწესებულება - ააიპ „კახეთი-იონი“. ეს ორგანიზაცია „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინის“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია 2011 წლიდან, აღჭურვილია თანამედროევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, დაკომპლექტებულია მაღალკავლიფიცირებული პროფესიული კადრით, გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხითა და შესრულების ეფექტურობით. მისი წილი ოთხივე ლოკალიზაციის კიბოს სკრინინგული კვლევების შესრულების საერთო მაჩვენებელში შეადგენს 24-25%-ს, ხოლო საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის შესრულების მაჩვენებელი სხადასხვა წლებში აღწევს 16-19% (რაც მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს).

თავდაპირველად „საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის“ კომპონენტი ითვალისწინებდა სოფლად დასაქმებული პირველადი ჯანდაცვის ქსელის პერსონალის აქტიურ მონაწილეობას, რაც მოიცავდა მიზნობრივი პოპულაციის ქალთა ინფორმირებულობის გაზრდასა და სკრინინგული კვლევებით მიზნობრივი პოპულაციის მაქსუმალური მოცვის მიზნით მათ რეფერალს სერვისის მიმწოდებელ დაწესებულება - „კახეთი-იონში“.

2016 წლიდან პილოტური პროგრამა გაფართოვდა: გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სოფლის ექიმებს დამატებით მიეცათ შესაძლებლობა თავად აიღონ პაპ-ტესტი მიზნობრივი ასაკობრივი ჯგუფის ქალებში (ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა ჩატარდება „კახეთი-იონში“), საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შეძენილ იქნა სკრინინგის განხორციელებისათვის საჭირო აღჭურვილობა და ამით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება ეძლევა ადგილზე (სოფლიდან გაუსვლელად) ჩაიტაროს საშვილოსნოს ყელის სკრინინგული გამოკვლევა. გურჯაანში პროვაიდერ დაწესებულებაში მისვლა საჭირო გახდება მხოლოდ პაპ-ტესტის აბნორმალური პასუხის შემთხვევაში დამატებით კოლპოსკოპიური კვლევისა და ბიოფსიური მასალის ასაღებად.

 

იხილეთ ფოტოალბომი