კალიუმით მდიდარი საკვები ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს ასაკოვან ქალებში

კალიუმით მდიდარი საკვები ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს ასაკოვან ქალებში

მენოპაუზის შემდგომი ასაკის ქალებს შეუძლიათ ინსულტის თავიდან აცილება კალიუმით მდიდარი საკვების მიღებით
ალბერტ ეინშტეინის სამედიცინო კოლეჯის (ბრონქსი) მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ქალებში მენოპაუზის შემდგომ პერიოდში კალიუმით მდიდარი საკვების მიღებით ინსულტის და ამ მიზეზთან დაკავშირებული სიკვდილიანობის რისკი მცირდება. ამ კვლევის შედეგმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქალების კვების რაციონში ხილისა და ბოსტნეულის ჩართვის აუცილებლობას, რადგან ეს პროდუქტები კალიუმის წყაროს წარმოადგენს. ხაზგასასმელია ისიც, რომ კალიუმის მიღება მენოპაუზის შემდგომ პერიოდში არა მარტო ინულტის, არამედ ნაადრევი სიკვდილიანობის რისკსაც ამცირებს.

ადრე ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ კალიუმის მოხმარება ამცირებს სისხლის წნევას, მაგრამ შეუძლია თუ არა კალიუმის მიღებას ინსულტისა და სიკვდილიანობის პრევენცია, აქამდე გაურკვეველი იყო.

კვლევაში ჩართული იყო 50-79 წლის ასაკის პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი 90,137 ქალი. პოსტმენოპაუზის საშუალო ხანგრძლივობა 11 წელს შეადგენდა. კვლევისას აღირიცხებოდა ქალების მიერ კალიუმის მოხმარების დონე, იშემიური ან ჰემორაგიული ინსულტის და გარდაცვალების შემთხვევები.

კვლევის დაწყებისას არცერთ მონაწილეს არ აღენიშნებოდა ინსულტი. კალიუმის საკვებისმიერი მიღების საშუალო მაჩვენებელი დღეში 2,611 მილიგრამს შეადგენდა. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კალიუმის საშუალოზე მაღალი მოხმარებისას ინსულტის განვითარების ზოგადი რისკი 12%-ით და იშემიური ინსულტის განვითარების რისკი 16%-ით მცირდება. დადგინდა, რომ კალიუმის მაქსიმალური რაოდენობის მოხმარების პირობებში ნაადრევი სიკვდილიანობის რისკი 10%-ით მცირდებოდა.ჰიპერტენზიის მქონე პაციენტთა შორის კალიუმის მაღალი მოხმარება დაკავშირებული იყო ნაადრევი სიკვდილიანობის განვითარების რისკის შემცირებასთან, იშემიური ინსულტის რისკის 27%-ით და ზოგადად ინსულტის რისკის 21%-ით დაბალ რისკთან.

ამ კვლევების საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საჭირო რაოდენობით კალიუმის საკვებისმიერი მიღება უფრო ეფექტურია ჰიპერტონული დაავადების დაწყებამდე. დღეისათვის აშშ-ში რეკომენდებულია 4.7 მილიგრამი კალიუმის მიღება ყოველდღიურად.
კვლევების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციით ქალებმა აუცილებლად უნდა მიიღონ კალიუმით მდიდარი საკვები. კალიუმის მაღალი შემცველობით გამოირჩევა თეთრიკარტოფილი, ტკბილი კარტოფილი, ბანანი, თეთრი პარკოსნები (ლობიო) და სხვა.

American Heart Association's Journal Stroke

http://www.scienceworldreport.com/articles/16980/20140905/food-rich-in-potassium-cuts-stroke-and-death-risk-in-older-women.htm