ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა პარლამენტში 24.03.2016

2016 წლის 24 მარტს საქართველოს პარლამენტმა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტთან თანამშრომლობით პირველად ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას უმასპინძლა.

შეხვედრას საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წევრები, ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამაში ჩართული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

არის რა ბარსელონას დეკლარაციის ხელმომწერი, რომელიც ყველა ქვეყნის პარლამენტარებს ტუბერკულოზის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს, საქართველოს პარლამენტი ამ ღონისძიებით შეუერთდა გლობალურ მოძრაობას „END TB” სტრატეგიის მიზნების მისაღწევად 2030 წლისთვის.

2016 წლის ტუბერკულოზის მსოფლიო დღის სლოგანია „გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად.“

შეხვედრაზე მოხდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტუბერკულოზთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის (End TB) რეალიზაციის კუთხით ტუბერკულოზის გლობალური საბჭოს (Global TB Caucus) მიზნებისა და ამოცანების წარმოდგენა. ამავე დროს, განხილულ იქნა ჯანმო–ს (WHO) ევროპის რეგიონის ქვეყნების პარლამენტართა თანამშრომლობის საკითხი ტუბერკულოზის გლობალური საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვით.

კონფერენციის შემდეგ გაიმართა გამოფენა: "ქართველი მხატვრები უერთდებიან End TB გლობალურ მოძრაობას".

 

იხილეთ ფოტოალბომი