საქართველო თამბაქოს გარეშე 29.03.2016
2016 წლის 29 მარტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია  სლოგანით
 
თამბაქოსგან თავისუფალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები
 
პრესკონფერენციას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები.
 
საქართველოში ყოველწლიურად 29 მარტს აღინიშნება დღე ,,საქართველო თამბაქოს გარეშე“ მისი აღნიშვნა თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობაზე, თამბაქოს მოხმარების რეალური საფრთხის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
 
თამბაქოს მავნე ზემოქმედებით ყოველწლიურად მსოფლიოში 6 მილიონი ადამიანი იღუპება - 1 ადამიანი ყოველ 6 წამში. თუ მთავრობების მიერ სათანადო ნაბიჯი არ იქნა გადადგმული 2030 წლისათვის ეს რიცხვი 8 მილიონს მიაღწევს. საქართველოში, ზრდასრული მოსახლეობის 30% მწეველია აქედან 55 % მამაკაცია, 5 % - ქალი. თამბაქოს მოხმარების მზარდი ტენდენცია განსაკუთრებით აღინიშნება მოზარდებში, რაც საგანგაშოა და გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას საჭიროებს.
 
2013 წლიდან თამბაქოს კონტროლის საკითხი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. შექმნილია თამბაქოს კონტროლის ინტერსექტორული სახელმწიფო კომისია საქართველოს პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით. კომისიის მიერ შემუშავებულია თამბაქოს კონტოლის ეროვნული სტრატეგია (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის #196 დადგენილებით, 30 ივლისი 2013) და 5 წლიანი სამოქნედო გეგმა (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ, 25 ნოემბერი 2013). სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება თამბაქოს მავნებლობის შესახებ.
 
პრესკონფერენციაზე გაიმართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოსა და ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებების საერთაშორისო კავშირის მხარდაჭერით ინიცირებული კამპანიის და მის ფარგლებში შემუშავებული ახალი სოციალური რგოლის პრეზენტაცია და თამბაქოსაგან თავისუფალი სამედიცინო და სამასპინძლო დაწესებულებების დაჯილდოება.
 
 
 
თქვენც შემოგვიერთდით, ერთად შევქმნათ - თამბაქოსაგან თავისუფალი გარემო