საქართველო თამბაქოს გარეშე 2016
საქართველოში ყოველწლიურად 29 მარტს აღინიშნება დღე ,,საქართველო თამბაქოს გარეშე“ მისი აღნიშვნა თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობაზე, თამბაქოს მოხმარების რეალური საფრთხის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. წელს თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული დღე მიმდინარეობს სლოგანით
 
თამბაქოსგან თავისუფალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები
 
თამბაქოს მავნე ზემოქმედებით ყოველწლიურად მსოფლიოში 6 მილიონი ადამიანი იღუპება - 1 ადამიანი ყოველ 6 წამში. თუ მთავრობების მიერ სათანადო ნაბიჯი არ იქნა გადადგმული 2030 წლისათვის ეს რიცხვი 8 მილიონს მიაღწევს. საქართველოში, ზრდასრული მოსახლეობის 30% მწეველია აქედან 55 % მამაკაცია, 5 % - ქალი. თამბაქოს მოხმარების მზარდი ტენდენცია განსაკუთრებით აღინიშნება მოზარდებში, რაც საგანგაშოა და გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას საჭიროებს.
 
2013 წლიდან თამბაქოს კონტროლის საკითხი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. შექმნილია თამბაქოს კონტროლის ინტერსექტორული სახელმწიფო კომისია საქართველოს პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით. კომისიის მიერ შემუშავებულია თამბაქოს კონტოლის ეროვნული სტრატეგია (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის #196 დადგენილებით, 30 ივლისი 2013) და 5 წლიანი სამოქნედო გეგმა (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ, 25 ნოემბერი 2013). სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება თამბაქოს მავნებლობის შესახებ.
 
თამბაქოს მოხმარება საქართველოში
 
(WHO, Steps survey 2011):
 
· საქართველოს მოსახლეობის 30% მწეველია
 
· მამაკაცების 55% მწეველია
 
· ქალების 4% მწეველია
 
თამბაქოს ატლასი (მეხუთე გამოცემა, 2015):
 
· ზდრასრულთა 826,000-ზე მეტი და ბავშვების 10,000-ზე მეტი ეწევა ყოველდღიურად საქართველოში
 
· საქართველოში უფრო მეტი მამაკაცი ეწვა (45.3%) ვიდრე საშუალოდ საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში
 
· საქართველოში უფრო მეტი ბიჭი ეწვა (15.2%) ვიდრე საშუალოდ საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში
 
· ქართველების 0.6% მოიხმარს უკვამლო თამბაქოს, რაც ისეთივე ზიანის მომტანია, როგორც მოსაწევი თამბაქო
 
· საქართველოში, მწეველ ხარჯავს ეროვნული მედიანური შემოსავლის 4.2% რომ შეიძინოს 10 ყველაზე იაფფასიანი სიგარეტი ყოველდღიოური მოხმარებისთვის
 
თამბაქოს კონტროლი საქართველოში
 
 
ჯანმო-ს თამბაქოს გლობალური ეპიდემიის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით:
 
· საქართველომ ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციას ხელი 2004 წელს მოაწერა ხოლო მისი რატიფიცირება 2006 წელს მოახდინა
 
· მას შემდეგ საქართველოში მიღწეულია გარკვეული პროგრესი თამბაქოს მოხმარების მონიტორინგის თვალსაზრისით
 
· საქართველოს მოსახლეობა ჯერ არ არის დაცული თამბაქოს ნაწარმზე დიდი ზომის გრაფიკული სამედიცინო გაფრთხილებებით. 78-ზე მეტ ქვეყანაში მოსახლეობა ამ ტიპის გართხილებებით დაცულია
 
· საქართველოში ჯერ არ არის განხორციელებული თამბაქოს რეკლამირების, პოპულარიზაციის და სპონსორობის სრული აკრძალვა, რაც მნიშვნელოვანი ღონისძიებებია მომხმარებელთა დასაცავად - განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის - თამბაქოს ინდუსტრიის მცდარი გზავნილებისგან
 
· საქართველოში შენობის შიგნით მოწევის აკრძალვის პოლიტიკა ეხება ჯანდაცვის და საგანმანათლებლო დაწესებულებებს
 
· მოწევის აკრძალვის პოლიტიკა არ ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სახელმწიფო დაწესებულებებს, შენობაში განთავსებულ ოფისებს, ბარებს, რესტორნებს და სხვა საზოგადოების თავშეყრის ადგილებს
 
· ჯანმო-ს რეკომენდაციაა, რომ თამბაქოს საშუალო საცალო ფასის 75%-ს შეადგენდეს აქციზური გადასახადი, საქართველოში ეს ჯერ 49%-ს შეადგენს.
თამბაქოს მოხმარების და მეორადი კვამლის ზიანი
 
 
თამბაქოს ატლასი (მეხუთე გამოცემა, 2015):
 
· თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევი თავიდან აცილებად მიზეზთა შორის პირველ ადგილზე დგას. ის ყოველწლიურად 6 მილიონ ადამიანს კლავს.
 
· გლობალურად თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედება 600,000 არამწეველს კლავს (2010).
 
· ყოვეწლიურად საქართველოში 8,500 ადამიანზე მეტი იღუპება თამბაქოს მოწევით გამოწვეული დაავადებით
 
· საქართველოში უფრო მეტი მამაკაცი იღეპება თამბაქოს მოხმარებით (26.9%) ყოველწლიურად ვიდრე საშუალოდ საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში
 
· მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს მოხმარებით საქართველოში იმაზე ნაკლები ქალი იღუპება ვიდრე საშუალოდ საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში (5.6%), კვირაში 23 ქალი მაინც იღუპება ამ მიზეზით
 
· თამბაქოს კვამლი შეიცავს 7000-ზე მეტ ქიმიურ ინგრედიენტს, რომელთა შორისაც ასობით არის ტოქსიური და ნეგატიური გავლენა აქვს ადამიანის ორგანოებზე. მასშიასევე შედის 69 კარცინოგენური ნივთიერება, რაც კიბოს გამომწვევია
 
· 10 ან ნაკლები სიგარეტის ღერის მოწევა დღეში ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას საშუალოდ 5 წლით და ზრდის ფილტვის კიბოს განვითარების რისკს 20-ჯერ. დღეში 4 ან ნაკლები ღერი სიგარეტის მოწევისას ფილტვის კიბოს განვითარების რისკი მაინც 5-ჯერ უფრო მომატებულია
 
· მოწევა ზრდის გულის იშემიური დაავადებით სიკვდილის რისკს 2.5-ზე უფრო მეტჯერ
 
· მოწევა ზდრის მწეველებეში დემენციის გნავითარების რისკს
 
· მოწევა ან მეორადი კვამლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა იწვევს არტერიული კედლების გასქელებას 15 წლის ასაკიდან
 
· თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ზრდის ფილტვის კიბოს განვითარების რისკს 30%-თ, ხოლო გულის იშემიური დაავადების გავნითარების რისკს 25%-თ
 
· თამბაქოს მეოარდი კვამლის ზემოქმედების შედეგადად ყველა უფრო ხშირად ვიტარედება გულის იშემიური დაავადება, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, ასთმა, ფილტვის კიბო და ა.შ.
 
· თამბაქოს მეოარდი კვამლის ზემოქმედების შედეგადად ასევე შესქაძლოა განვითარდეს კორონარული არტერიული დაავადება, ფილტვის კიბო, ქალის რეპროდუქციული ორგანოების დაავადებები, ინსულტი და მოზრდილებში სინუსიტი და ა.შ.
 
· ზოგიერთი კვლების შედეგები აჩვენებენ, რომ თამბაქოს მეორადი კვამლის შედეგად შესაძლოა განვითარდეს ძუძუს კიბო, ბავშვის ნაადრები დაბადება, ცხვირის სინუსის, ყელის და სხვა ზედა სასუნთქი გზების ორგანოების კიბო, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ასთმა, ქრონიკული რესპირაციული სიმპტომები, ფილტვის ფუნქციის გაუარესება და ათეროსკლეროზი (არტერიების კედლის გასქელება).
 
· თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედება დაკავშირებულია ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომთან, ფილტვის ფუნქციის დარღვევებთან, ქვედა სასუნთქო გზების დაავადებებთან, რესპირაციულ სიმპტომებთან (ხველა, სურდო, სუნთქვის უკმარისობა) და შუა ყურის ინფექციებთან ბავშვებში
 
· ზოგიერთი კვლევა ამტკიცებს, რომ თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედება დაკავშირებულია ბავშვის სუსტ აკადემიურ მოსწრებასთან, ასთმის, ტუბერკულოზისა, ალერგიული დაავადებების, ლიმფომის და ლეიკემიის განვითარებასთან ბავშვებში
 
კამპანიის შესახებ
 
· „არჩილი“ ძლიერი ეროვნული თამბაქოს საწინააღმდეგო მას-მედია კამპანიაა, რომელიც თამბაქოს რეალურ ზიანს ასახავს.
 
· არჩილი ხსნის, რომ საჭირო გახდა მისი ფეხის ამპუტაცია ქვემო კიდურების თრომბოანგიიტი დაავადების გამო, რომელიც გამოწვეული იყო თამბაქოს მოხმარებით
 
· კამპანია შემუშავებულია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, ფილტვისა და ტუბერკულოზის საერთაშორისო კავშირის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით
 
· კამპანიის მიზანია თამბაქოს მომხმარებლებს შორის თამბაქოს მოხმარების რეალური საფრთხის შესახებ ცნობიერების ამაღლება
 
· მისი მიზანია გაზარდოს მწეველებს შორის მოტივაცია შეამცირონ და შეწყვიტონ მოწევა
 
· კამპანია ასევე მიზნად ისახავს მოახდინოს თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედებისგან დაცვის პოლიტიკის ადვოკატირება და ხელი შეუწყოს თამბაქოს კონტროლის კანონების გამკაცრებისა და განხორციელების მხარდაჭერის გაზრდას
 
· კამპანია შედგება (15 და 30 წამიანი) სოციალური რგოლისგან, რომლებიც გავა ტელევიზიებით 2016 წლის 29 მარტიდან
 
· სოციალური რგოლი სრულდება ქმედებისკენ მოწოდებით „დაანებე მოწევას თავი ახლავე“
 
პრესკონფერენციაზე გაიმართება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოსა და ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებების საერთაშორისო კავშირის მხარდაჭერით ინიცირებული კამპანიის და მის ფარგლებში შემუშავებული ახალი სოციალური რგოლის პრეზენტაცია და თამბაქოსაგან თავისუფალი სამედიცინო და სამასპინძლო დაწესებულებების დაჯილდოება.
 
თქვენც შემოგვიერთდით, ერთად შევქმნათ - თამბაქოსაგან თავისუფალი გარემო