შეხვედრა ქალაქ ბათუმში 31.03-02.04.2016

ქ. ბათუმში ჩატარდა მეოთხე რეგიონული სამუშაო შეხვედრა ეპიდზედამხედველობის საკითხებზე, რომელზეც განიხილეს ადამიანის და ცხოველთა დაავადებების მონიტორინგის დარგში თანამშრომლობა “ერთიანი ჯანმრთელობის” კონცეფციის საფუძველზე. მონაწილე ქვეყნები იყვნენ საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და უკრაინა. დამკვირვებლის სტატუსით თურქეთი და უზბეკეთი. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო რეგიონული თანამშროლობის გაუმჯებესება ეპიდზედამხედველობის საკითხებში ინფორმაციის გაცვლისა და უწყებათშორისი კოორდინაციის უზრუნველყოფით.

მონაწილე ქვეყნების გარდა შეხვედრას ესწრებოდნენ WHO-ის, FAO-ს, EAIDSNet-ს, BMJ-ს, აშშ ჯანდაცვის დეპარტამენტის და სხვა ექსპერტები. ღონისძიება ჩატარდა აშშ საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით.

 

იხილეთ ფოტოალბომი