C ჰეპატიტის ელიმინაციის მესამე ეროვნული სამუშაო შეხვედრა

2016 წლის  6-8 აპრილს  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ფარმაცევტული კომპანია გილეადის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელის მხარდაჭერით ჩატარდა

C ჰეპატიტის ელიმინაციის მესამე ეროვნული სამუშაო შეხვედრა

შეხვედრა გახსნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ. გახსნის შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია.

სამუშაო შეხვედრას დასწრნენ ადგილობრივი ექსპერტები სამთავრობო სექტორიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, კლინიცისტები, საერთაშორისო ექსპერტები, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების, კომპანია გილეადის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელის წარმომადგენლები.

აღნიშნული შეხვედრა უკვე მესამე წელია ტრადიციულად იმართება გაზაფხულზე და მის ფარგლებში განიხილება C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის მნიშვნელოვანი საკითხები. 2014 წელს ამ შეხვედრაზე პირველად მოხდა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის შესაძლებლობის განხილვა. 2015 წლის სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ელიმინაციის პროგრამის გადაუდებელი ღონისძიებების (პირველი ფაზა) გეგმის შემუშავება.

წლევანდელი სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, როგორიცაა:

1. C ჰეპატიტის სეროპრევალენტობის პოპულაციური კვლევის შედეგები;

2. ელიმინაციის პირველი ფაზის შედეგები;

3. ელიმინაციის გრძელვადიანი სტრატეგია (2016-2020).

 

იხილეთ ფოტოალბომი

1 დღე

2 დღე

3 დღე