შეხვედრა სენფორდის გამომცემლებთან სამომავალო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით 19.04.2016

 

2016 წლის 19 აპრილს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სენფორდის გამომცემლებთან სამომავალო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები, სენფორდის გამომცემლობის წარმომადგენლები, სენფორდის სახელმძღვანელოზე მომუშავე ექსპერტები და წამყვანი კლინიკების თანამშრომლები.

შეხვედრაზე სენეფორდის გამომცემლობის წარმომადგენლებმა წაიკითხეს ლექციას თემაზე: ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენება და მოხმარება.

„სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო“ 1970 წლიდან გამოიცემა და ყოველწლიურად განიცდის განახლებას. აღნიშნული სახელმძღვანელო მთელს მსოფლიოში გამოიყენება წამყვანი ექსპერტების მიერ და მიჩნეულია რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის „ოქროს სტანდარტად”. ამჟამად, დაბეჭდილია სახელმძღვანელოს 45-ე გამოცემა, თუმცა 2016 წელს განახლებული - 46-ე ვერსიის გამოცემა იგეგმება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავალებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ 2015 წელს სენფორდის გამომცემლობასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად  დაბეჭდა და საქართველოს ექიმებს დაურიგა „სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელოს“ 3000 ეგზემპლარი.

2016 წლის მარტში  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ში მოეწყო შეხვედრა გამომცემლობის ხელმძღვანელობათან და განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხები.

სენფორდის გამომცემლების ვიზიტის პერიოდში, განხილულ იქნება თანამშრომლობის ტექნიკური საკითხები, ასევე ელექტრონული ვერსიის მართვის სხვადასხვა დეტალები.

აღნიშნული ქმედება მიმართულია ქართველი ექიმების მიერ ჩატარებული ანტიბაქტერიული მკურნალობის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

 

იხილეთ ფოტოალბომი